ტყავის წარმოების ინდუსტრიის ისტორია 10, 000 წელს ითვლის. რამდენადაც წარსული და ისტორია მნიშვნელოვანია, ვერ უარვყოფთ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ხელახლა უნდა გადაიხედოს, რადგან პირდაპირ კავშირშია ჩვენი პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსთან. წლების განმავლობაში ტყავის წარმოების პროცესი შეუძლებელი იყო დიდი რაოდენობით წყლის გამოყენების გარეშე. 2018 წლის მონაცემებით, 2 მილიარდამდე ადამიანს სახლთან ახლოს სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალი არ აქვს. ამის ფონზე მოდის ინდუსტრია ვალდებულია ეძებოს ახალი გზები, მეთოდები და ტექნოლოგიური პროგრესი შესაბამისად გამოიყენოს.

კატალოგის დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ – ლინკი – ECCO / ეკკო

სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკკოს ახალი, რევოლუციური მიდგომა ტყავის წარმოებასთან დაკავშირებით. ECCO მსოფლიოში ფეხსაცმლის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც აერთიანებს სტილს და კომფორტს. ახალი ტექნოლოგიით, ბრენდმა დაზოგა, როგორც წყლის დიდი მარაგი, ასევე მინიმუმანდე დაიყვანა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. საუბარია თითო დამუშავებული ტყავის წარმოებისას 20 ლიტრი წყლის დაზოგვაზე, რაც წელიწადში 25 მილიონ ლიტრ წყალს უდრის. ეს კი ის რაოდენობაა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, 9000 ადამიანის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს.

ECCO / ეკკო

ECCO-ს გამოყენებითი კვლევების ხელმძღვანელი Thomas Gøgsig ამბობს:

„ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც ხელთ გვაქვს, შენ არ გჭირდება ეძებო რაიმე ახალი ქიმიკატები, ჩვენ ვიყენებთ იმას, რაც ხელთ გვაქვს, უბრალოდ სხვა გზით.“

მოდამ უნდა ეძებოს სხვა გზები, რადგან როგორც ECCO-ს ახალი კვლევა ცხადყობს, ეს გზები არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამხელა მსხვერპლზე არ გვიწევდეს წასვლა ხარისხიანი, კომფორტული, ტრენდული ფეხსაცმელების და აქსესუარების გამო. საინტერესო სიახლეა ECCO-ს ახალი თანამშრომლობა Apple – თან. Apple – მა ECCO ერთ-ერთ მომმარაგებლად აირჩია, რათა თავისი პროდუქცია 100% სუფთა ენერგიით წარმოებაზე გადაიყვანოს.

პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი ოფიციალურ საიტზე, ლინკი: ECCO / ეკკო

ეკკო დაარსდა დანიაში, 1963 წელს. მთავარი ქარხანა მდებარეობს ნიდერლანდებში, ასევე ქარხანები ფუნქციონირებს ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებზე. ჯამში, ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიოს 99 ქვეყანაში, 2250-ზე მეტ მაღაზიაში და 14,000-ზე მეტ პუნქტში. ეს მონაცემები ECCO-ს მასშტაბურობას უსვამს ხაზს, სწორედ ამიტომ იმსახურებს მათი ახალი ტექნოლოგია და ტყავის დამუშავების მეთოდი ჩვენს ყურადღებას. როდესაც პოზიტიური ცვლილებებისკენ და ნოვაციისკენ დიდი ბრენდი დგამს ნაბიჯს, შედეგის მიღება უფრო რეალურია.

Tags :