10 – 14 იანვრის ჩათვლით, მილანში, მამაკაცის სამოსის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებები გაიმართა. 4 დღიან ღონისძიებას 3000 – ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მამაკაცის მოდის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილი იყო. იტალიაში მოდის კვირეულს 20% – ით მეტი მყიდველი ესწრებოდა. მილანმა 25 – ზე მეტ ჩვენებას და 40 – ზე მეტ პრეზენტაციას უმასპინძლა.
კვირეულის ოფიციალურ კალენდარში არაერთი უცხოური ბრენდი ვიხილეთ. ბრიტანეთის მოდის საბჭოს და იტალიური მოდის პალატას შორის თანამშრომლობა გაგრძელდა. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ახალბედა ინგლისელი დიზაინერების ნაწილმა კოლექციები იტალიაში წარადგინა. დამწყებ სახეებში დიდი ბრიტანული ბრენდიც მოგვევლინა. სარა ბარტონმა ალექსანდრ მაკქუინის კატალოგის პრეზენტაცია მილანში მოაწყო. კვირეულის მრავალფეროვანი შემადგენლობის მიუხედავად, იტალია ცნობილი მოდის სახლების სამშობლოა და ტრადიციულად მთავარი განხილვის თემა ადგილობრივი დიზაინერები არიან. ჯორჯო არმანი, დოლჩე და გაბანა, გუჩი, ფენდი, პრადა, ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობენ.
კვირეული ერმენეჯილდო ზენიას შოუთი გაიხსნა, დაიხურა გუჩის ჩვენებით. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გუჩის განსაკუთრებით ელოდნენ. 2016-2017 წლებიდან ბრენდი მამაკაცის ჩვენებას ქალისგან დამოუკიდებლად არ აწყობდა. გუჩი ქალის და კაცის შოუების გაერთიანებაში ერთ-ერთი პიონერი ბრენდი იყო. სიმბოლურია, რომ ალესანდრო ამ სეზონზე დაუბრუნდა მილანის მამაკაცის მოდის კვირეულს. 5 წლის წინ, 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, გუჩიში მისი დებიუტი სწორედ მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე შედგა.
25 წლის იუბილე აღნიშნეს Dsquared2 – ში. ბრენდი 1995 წელს კანადელი ტყუპი ძმების დინ და დენ ქეიტენების მიერ შეიქმნა. საიუბილეო თარიღი არ იზეიმეს დოლჩე&გაბანაში, თუმცა დომენიკო დოლჩემ და სტეფანომ გაბანამ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, გასულ წლებში, D&G – ს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი წარმოგვიდგინეს. წინააღმდეგობრივი განცხადებების და კოლექციების შემდეგ, იტალიური მოდის ცნობილმა დიზაინერებმა 2020 წელი კარგად დაიწყეს.
ტოპ 7 კოლექცია მილანის მამაკაცის სამოსის ახალი სეზონიდან:
PRADA შემოდგომა/ზამთარი 2020






FENDI შემოდგომა/ზამთარი 2020








Emporio Armani შემოდგომა/ზამთარი 2020







Dolce&Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2020







Dsquared2 შემოდგომა/ზამთარი 2020






GUCCI შემოდგომა/ზამთარი 2020







Alexander McQueen შემოდგომა/ზამთარი 2020




