ლონდონში მოდის კვირეული ნაკლები მასშტაბებით, თუმცა მაინც ჩატარდა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების უმრავლესობა ბრენდებმა ციფრულად და პრეზენტაციების სახით წარადგინეს. სუზან ზონტაგის ნოველის, “The Volcano Lover” – ის შთაგონებით, ერდემ მორიალოგლუმ საკუთარი სახელობის ბრენდის ჩვენება ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ტყეში, დამსწრე საზოგადოების გარეშე გამართა. შეზღუდული რაოდენობის აუდიტორიით ჩვენების მოწყობას გეგმავდნენ ვიქტორია ბექჰემი და მოლი გოდარდი, თუმცა როგორც დიზაინერები ამბობენ, ბოლო მომენტში, გადაიფიქრეს. Victoria Beckham -ის ახალი კოლექცია მყიდველებმა პრეზენტაციის სახით იხილეს, ფართო საზოგადოებისთვის მოდის პრესის წამყვანმა ჟურნალმა, ვოგმა კატალოგი გამოაქვეყნა. კატალოგი მოიცავს ვიქტორიას ესთეტიკისთვის დამახასიათებელ შარვლებს, აღსანიშნავია, რომ ყველა ლუქი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მშვენდება, რაც ვიქტორიას , როგორც დიზაინერის, კარიერის ადრეულ წლებს გვახსენებს.

Erdem

Victoria Beckham

Molly Goddard

Simone Rocha

Christopher Kane

Matty Bovan