რობერტო კავალი სასამართლოსგან საკრედიტო შენატანის დაზღვევას ითხოვს
იტალიური ბრენდი, რობერტო კავალი ახლა ფინანსურად განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაშია. ცოტა ხნის წინ ბრენდი დიზაინერმა პოლ სარიჯიმ დატოვა, ამერიკაში კი კავალის ყველა მაღაზია დაიხურა. ახლა ცნობილი გახდა, მილანის სასამართლომ ბრენდს საკრედიტო შენატანის დაზღვევის უფლება მისცა – 120 დღის განმავლობაში ბრენდმა ახალი გეგმა უნდა წარადგინოს ვითარების გასაუმჯობესებლად. ბრენდმა ეს გადაწყვეტილება მარტის ბოლოს მიიღო, რათა დრო მოეგო ახალი ინვესტორების პოვნისთის. 2015 წლიდან კავალის 90%-ს კომპანია Clessidra ფლობს, რომელიც თვეებია ცდილობს თავისი ნაწილის გაყიდვას. ნიუ-იორკ ტაიმსი იუწყება, რომ Clessidra-ში ბრენდთან დაკავშირებით მიზნები აღარ აქვთ და მყიდველს ეძებენ.
The Row ევროპაში პირველ მაღაზიას ხსნის
მერი-ქეით და ეშლი ოსლენების ბრენდი ევროპაში, კერძოდ ლონდონში, პირველ მაღაზიას ხსნის. ბრენდი ძირითადად ამერიკულ ბაზარზე მუშაობდა და მაღაზიები მხოლოდ ლოს-ანჯელესა და ნიუ-იორკში ჰქონდა, ხოლო ევროპელ მომხმარებლებს ონლაინ საიტებზე უწევდათ ბრენდის სამოსის შეძენა, ახლა კი მათ საშუალება ექნებათ, The Row უკვე ევროპაშიც შეიძინონ. ლონდონის მაღაზიაში The Row-ს მამაკაცის კოლექცია განთავსებდა, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში იქნა წარდგენილი.
Marco de Vincenzo პირველად წარადგენს მამაკაცის კოლექციას პიტი უომოზე
იტალიელი დიზაინერი, რომელიც ფენდის აქსესუარების ხაზს ხელმძღვანელობს, მამაკაცის პირველ კოლექციას პიტი უომოზე წარადგენს, როგორც მოწვეული დიზაინერი. პიტი უომო, რომელიც მამაკაცის მნიშვნელოვანი მოდის კვირეულია, 11 ივნისს დაიწყება. მარკომ თავისი ბრენდი 10 წლის წინ დააარსა და S/S 2020 მისი მამაკაცის კოლექციის პირველი სეზონი იქნება. ჩვენება 12 ივნისს გაიმართება.
‘’2016 წელს პიტი უომომ ქალის სამოსის წარსადგენად მიმიწვია. ამ ღონისძიებისგან იმდენად განსაკუთრებული ენერგია მივიღე, საკუთარ თავს დავპირდი, მნიშვნელოვანი დებიუტით დავბრუნდებოდი. ჩემი პირველი მამაკაცის კოლექციაც მხოლოდ მსგავსი კონტექსტით შეიძლება ჩატარდეს, როდესაც შენი სამუშაოსგან მიღებული სიამოვნება ქალაქის ყველა კუთხეში იგრძნობა’’- განახადა მარკომ.
ჯილ სანდერი ტანსაცმლის ახალ ხაზს უშვებს
ჯილ სანდერი ტანსაცმლის ახალ ხაზს უშვებს, რომელიც ბუნებასა და ღია სივრცეში ჩასაცმელად იქნება განკუთვნილი. ახალ ხაზს Jil Sander+ ერქმევა და 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ჩაეშვება გაყიდვაში. კოლექცია მოიცავს როგორც მამაკაცის, ისე ქალის სამოსს და ასევე ორივე სქესისთვის განკუთვნილ ნეიტრალურ სამოსსაც.
მსახიობი მიშელ პფაიფერი სუნამოების კოლექციას უშვებს
ჰოლივუდის ვარსკვლავი, მიშელ პფაიფერი სუნამოების კოლექციას უშვებს სახელად ‘’Henry Rose’’. სუნამოს ბრენდს სახელი პფაიფერის შვილების, ჰენრისა და როუზის სახელების გაერთიანებით ეწოდა. მსახიობის ინსტაგრამ პოსტიდან ირკვევა, რომ იგი სუნამოს შესაქმნელად 10 წელი მუშაობდა. ‘’Henry Rose’’ 5 განსხვავებული სურნელით ჩაეშვება გაყიდვაში, მათი სახელებია: ‘‘Last Light’’ ,’ ‘’Dark Is Night’’ , ‘‘Jake’s House’’ , ‘‘Torn’’ და ‘‘Fog’’.