მაღალი მოდის ტოპ მოდელის პროფესია პოდიუმზე სამოსის კარგად წარდგენას გულისხმობს. ხშირად გოგონებს არაკომფორტული კაბებით წარმოუდგენლად მაღალ ქუსლებზე უწევთ სიარული, ამას კი წყალზე და პრიალა ზედაპირზეც აკეთებენ. პოდიუმზე ინციდენტი თითქმის ყველა წარმატებულ მოდელს ჰქონია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეულია.
ლინდსი ვიქსონი 1994 წელს ამერიკაში დაიბადა. მოდაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა.

ვიქსონმი ერთ გამოსვლაში სამჯერ დაეცა, როცა კანში Fashion for relief -ის ჩვენებაში მონაწილეობდა.
ლინდსი ვერსაჩეს ჩვენებაზე ორჯერ წაიქცა, პირველად 2012 წელს,მეორედ – 2014 წელს.
დაეცა ალექსანდრ ვოტიეს ჩვენებაზეც
და ჟან პოლ გოტიეს ოტ კუტიურ ჩვენებაზეც
მიუხედავად ამისა, დიზაინერებს ლინდსისთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამთ. მათ ვიქსონი ყოველთვის გამორჩეულად ოსწონდათ, თუმცა ხშირმა ინციდენტებმა ლინდსის ფეხი დაუზიანა. 2017 წელს, ტოპ მოდელმა აქტიურ მოდელობას თავი დაანება, რადგან ექიმების რეკომენდაციით, მაღალ ქუსლზე ხშირად სიარული აეკრძალა.