Vogue ამერიკა სექტემბერი 2019 – ტომ ფორდის ინტერვიუ.
ბედნიერებაზე:
„სილამაზე სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ჩენთვის მწუხარების მომტანიც არის. როდესაც ვარდს ვხედავ, ვყნოსავ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დაჭკნება და მოკვდება, მაგრამ ეს ერთ-ერთია, რაც სილამაზეს ეწირება. მუდმივი რომ იყოს, ალბათ არც შევამჩნევდით. მე ნაწილობრივ ყოველთვის დეპრესიისკენ ვიყავი მიდრეკილი. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ თუ ბედნიერი ხარ, უბრალოდ სულელი ხარ. ახლაც ვფიქრობ, რომ ბედნიერება არ არსებობს და თუ არ გვექნება მოლოდინი, რომ სინამდვილეში არსებობს, გაცილებით ბედნიერები ვიქნებით. სასმელმა და ნარკოტიკებმა ჩემი ბევრი შემოქმედებითი მომენტი გააღვივა, ძალიან დიდი შიში მქონდა, რომ ერთხელაც, როცა ფხიზელი ვიქნებოდი, აღარ შემეძლებოდა შექმნა. რაღაც დროა საჭირო, რომ საკუთარი თავი დაიბრუნო. ჩვენს დამოკიდებულებებს ვანაცვლებთ. ახლა სამუშაოზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. და მეხმარება, რომ არ ვიფიქრო, ჩვენ პატარა ნაწილაკები ვართ ამ პლანეტის, რომელიც სხვა უამრავი პლანეტის შუაშია, და ყველაფერი რაც გვაქვს, რას ნიშნავს? რატომ ვიტანჯებით? მაგრამ იცით რა? ასეთ დროს ვფიქრობ, მოდი ახალი ტუჩსაცხის ფეხს ავირჩევ 2021 წლისთვის.“
ფერებზე და თავის ჩაცმის სტილზე:
„მომწონს სხვების ფერადი და ჭრელი სახლები, მაგრამ მე ჭრელ სახლში ფიქრი არ შემიძლია, ფერები მაბნევს. ხშირად ვგრძნობ, რომ ისე მაცვია თითქოს მაღაზიაში ვმუშაობ. არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ არ მაქვს ენერგია, რომ ახალი ლუქი მოვირგო. მე ვიცი რაც მიხდება: შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი ჩოგბურთისთვის.“
მატერიალიზმზე და თავის შვილზე:
„მე ბედნიერებას ახალი წყვილი ფეხსაცმლით ვყიდი, რომელიც რა თქმა უნდა სინამდვილეში არ არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ მატერიალური ქმნილებები ვართ. ჯეკი (ტომის შვილი) დღეში 1 დოლარს იღებს. აგროვებს ფულს და როცა საკმარისი ექნება, აუცილებლად უნდა იყიდოს რაღაც, რაც თვითონ სურს. ეს ძალიან საყვარლობაა, დღის ბოლოს მისი ლოგინის გვერდით სკამზე ვსხდებით, საღამოობით ვუკითხავ, შემდეგ ვტოვებ და მოგვიანებით ისევ ბრუნდები, რომ შევამოწმო, ყველაფერი რიგზეა თუ არა. სკამზე კი ის ნივთი, ან ნებისმიერი რამ უდევს, რაც იმ დღეს იპოვა, შექმნა, ზუსტად წინ უდევს, რომ დანახვა შეძლოს. მახსოვს ბავშვობაში მეც იგივეს ვაკეთებდი, როცა ახალი ფეხსაცმელი მქონდა.“

მოდაში #MeToo ერაზე და თავის სექსუალურ ესთეტიკაზე:
„1994 წელს, როდესაც პოდიუმზე ძალიან სექსუალური ამბერ ვალეტა გამოვუშვი, ეს მოდისთვის ძალიან ახალი იყო, რადგან შიდსის ერა იყო. 70-იანების ჰედონიზმის ხელახალი წარდგენა, ძალიან სექსუალური, შესახები, საკოცნი, რომელიც დიდი ხანი პოდიუმზე ნანახი არავის ჰქონდა. სექსუალობა მთლიანად დახურული თემა იყო ერაში, როდესაც სექსისთვის შეიძლებოდა მომკვდარიყავი. დღეს მოდელის ინტიმური ადგილის თმისგან G (Gucci) ამოპარსვას აღარ ვაპირებ. პოლიტიკური კორექტულობა მოდის კორექტულობაშიც გადაიზარდა და თითქმის ვერაფერზე ვერაღაფერს იტყვი, მაგრამ საფუძველი მაინც ისაა, რომ მე მომწონს ქალის სხეული, მომწონს კაცის სხეული, ჩემი პერსონა სექსს ინარჩუნებს, თუნდაც ახლა, როცა უკვე ცხოვრების სხვა ეტაპზე ვარ. ახალი ტომ ფორდი 58 წლის არის, 6 წლის შვილით და 70 წლის ქმრით. ძალიან განსხვავებულია.“
ტომ ფორდის ბრენდი:
„იმ ქალებისთვის არის ვისაც ფიგურის გამოჩენა სურს, მაღალი ქუსლი აცვია, მოსწონს გლამური. შეიძლება 25 წლის იყოს, ან 75.“
ამერიკული მოდის მინუსები და თანამედროვე ჩვენების მთავარი მიზანი:
„ამ ქვეყანაში ყველაფერი შიგნით არის ჩაკეტილი. ამერიკელი დიზაინერებიც ტოვებენ ქვეყანას. ვირჯილ აბლო, სად არის ახლა ? ლუი ვიტონში. პარიზში წახვალ, ხდები საერთაშორისო. რჩები ნიუ-იორკში, ხარ ნიუ-იორკში. თუ ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებაზე ჩახვალ, ისინი აძლევენ ბრიტანელებს ჯილდოს, მაგრამ იცით რა? ელვიემეიჩის ბრენდებიც არიან ნომინირებული, გუჩი ჰყავთ ნომინანტებში, ისინი მიდიან, ფულს აგროვებენ, ვარსკვლავები მოჰყავთ, თავიანთი მოდელები მოჰყავთ, ხალხსაც უფრო აინტერესებს, წითელი ხალიჩაც უფრო დიდია, უფრო ბევრი ფოტოა, ხალხს კი აღელვებს.“
„ახლა შოუს მიზანია ინსტაგრამისთვის შესაფერისი მომენტი შექმნა. შოუს ფოტოები, წინა რიგის ფოტოები, კულისები, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ტანსაცმელი, ხალხი, ბოიფრენდები, გერლფრენდები – შემდეგ ისინი გადააზიარებენ, გადააზიარებენ, გადააზიარებენ და ესაა დღეს შოუ.“