ამერიკელი დიზაინერი, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში საერთაშორისო ენაზე საუბრობდა, ამერიკულად ალაპარაკდა. როლები ნამდვილად შეცვლილია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მოსალოდნელი არ იყო. დიახ, მე ახლა ტომ ფორდზე ვწერ, რომელმაც გუშინ, გასულ რამდენიმე წელში თავისი ყველაზე „უბრალო“ და „მარტივი“ კოლექცია წარადგინა, თუმცა როცა ტომ ფორდი საუბრობს უბრალოებაზე, ის ამ სიტყვას პირდაპირი გაგებით არასდროს იყენებს, რადგან არაფერია უბრალო იმაში რასაც აკეთებს.

სტუმრები მეტროს სადგურში შეიკრიბდნენ, მათ შორის იყო მაილი საირუსი ფორდის შავ ლუქში 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან. ტომი და მეტრო? საინტერესოა, თუმცა უჩვეულო. ძალიან ვიწრო და პატარა სივრცეა დიდი ეგოს მქონე დიზაინერისთვის, ეს კი თავიდანვე გვაფიქრებინებდა, რომ ტომ ფორდს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ახალი შეთავაზება აქვს.

მაილი საირუსი

პოდიუმზე პირველი სან ლორანის აღმოჩენა, ანა ჰერერა გამოჩნდა, მას მოჰყვნენ: Anok Yai, Gigi Hadid და Kaia Gerber. ბურთის ფორმის სამეჯლისო კაბებზე, ე.წ “Ball Gown” – ზე შავი უბრალო მაისური აკეცილი მკლავებით, სპორტულ შავ შორტებზე აბრეშუმის პიჯაკები, კრემისფერ დახვეწილ კაბაზე კეპი ტომის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ხედვაა. ეს ხედვა მარტივი, უბრალო, ამერიკული სპორტული ტანსაცმლისთვის მდიდრული  ელემენტების მინიჭება და მოდური ანდერგრაუნდის ხელახალი განსაზღვრაა.

Tom Ford – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 9 სექტემბერი.

Vogue
Vogue
Vogue

„ეს სეზონი ჩემთვის უბრალოებაზეა, რაც არ უნდა აგვერიოს უბრალოსთან. მე ვფიქრობ, რომ მარტივი, მდიდრული სპორტული სამოსის დაბრუნების დროა, რომლითაც ამერიკამ მსოფლიოში სახელი გაითქვა.“ – ტომ ფორდი.

Edie Sedgwick, Andy Warhol და Chuck Wein, ნიუ-იორკში, 1965 წელს.

წლის დასაწყისში ტომმა ნიუ-იორკში ჰალსტონის ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა.  სახლი, რომელშიც გასული საუკუნის დიდებული ამერიკელი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მათ შორის  ენდი უარჰოლიც. ეს უკანასკნელი ტომის ახალი კოლექციის შთაგონების წყაროა. უფრო კონკრეტულად, დიზაინერი საუბრობდა ფოტოზე, რომელზეც ენდი თავის მუზასთან, Edie Sedgwick – თან ერთად, 1965 წელს, ნიუ-იორკშია აღბეჭდილი. ინსპირაციად დაასახელა ლუკ ბესონის ფილმიც, „მეტრო“ რომელშიც მთავარ როლებს Isabelle Adjani და Christophe Lambert ასრულებენ.

Tom Ford – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 9 სექტემბერი.

Vogue

მეტალის ბიუსჰალტერების ხილვისას შეუძლებელია ივ სან ლორანის 1969 წლის კოლექცია არ გავიხსენოთ.

Tom Ford – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 9 სექტემბერი.

Vogue
Vogue
Nowfashion.com

ჩვენებამ თავისი ყველა მახასიათებლით ცხადყო, რომ ფორდი კარგად იაზრებს, თუ სხვა ამერიკელი დიზაინერებისთვის ამერიკული კოლექციის შექმნა „დენიმის“ უფრო მეტი დოზით გამოყენებაა, მის მიმართ გაცილებით დიდი მოლოდინია. მხოლოდ ჯინსი და კოვბოუს ჩექმები, ან მეტროს სადგური, რაც ნიუ-იორკის გიჟურ რიტმთან ასოცირდება, არ არის საკმარისი.

შოუს ერთადერთ დიდ იმედგაცრუებად მამაკაცის სამოსს ვთვლი. შემექმნა წარმოდგენა, რომ კომფორტის ზონაში დარჩა და დროსთან ერთად ენერგიაც დაზოგა. კოლექცია სრულად – Tom Ford S/S 2020