The Wall Street Journal-ის ცნობით, Gucci-ის, Saint Laurent-ის და Balenciaga-ს მფლობელი კომპანია Kering ტომ ფორდის ბრენდის შესაძენად მოლაპარაკებების პროცესში არის ჩართული.
© Tom Ford
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ფრანგული კომპანიის უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში გამოკვეთილია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორდი შესაძლოა საკუთარი ბრენდის გაყიდვას გეგმავდა, ივლისში გავრცელდა. აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე Estée Lauder იყო, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესში Kering-ის მთავარ კონკურენტად სახელდება. ზაფხულში The Wall Street Journal-ში დაიწერა, რომ კოსმეტიკის გიგანტი მზად იყო ფორდის კომპანია 3 მილიარდ დოლარად შეეძინა.