12 ნოემბერს ამერიკელმა ვარსკვლავმა რიგით მეორე ხელახლა ჩაწერილი ალბომი Red (Taylor’s Version) გამოუშვა. ტეილორ სვიფტმა ალბომების ხელახლა ჩაწერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სკუტერ ბრაუნმა სრული კონტროლი მოიპოვა მანამდე დამოუკიდებელ ხმისჩამწერ ლეიბლზე Big Machine -ზე. სწორედ Big Machine -ის წარმოებულია სვიფტის 6 ალბომი.

მომღერალს და ლეიბლს შორის 12 წლიანი კონტრაქტი 2018 წელს დასრულდა. როგორც ტეილორი განმარტავს, მან სცადა თავისი სიმღერების Big Machine -ისგან შეძენა, თუმცა არახელსაყრელი პირობების გამო, გარიგება რამდენჯერმე ჩაიშალა.

2019 წელს სვიფტს და ხმისჩამწერ ლეიბს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. Big Machine -ის ახალი მფლობელი სკუტერ ბრაუნი გახდა. ამ უკანასკნელმა ტეილორ სვიფტს ექვსივე ალბომის გამოყენება აუკრძალა.

საბოლოოდ, ამერიკელმა მომღერალმა თავისი სიმღერების და ალბომების ხელახლა ჩაწერის გადაწყვეტილება მიიღო. ასე შეიქმნა 2012 წელს გამოსული ტეილორის რიგით მეოთხე ალბომის, Red -ის ახალი ვერსია.

ხელახლა ჩაწერილი ალბომის გამოსვლიდან 2 კვირაში, Google ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას. როგორც ვკითხულობთ, 12 ნოემბრის შემდეგ, მკვეთრადაა გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გუგლის საძიებო სისტემაში წერს: „რომელ წითელ ტუჩსაცხს იყენებს ტეილორ სვიფტი“, „რომელი ბრენდის წითელი შარფი უკეთია ტეილორ სვიფტს“, „ტეილორ სვიფტის წითელი კარდიგანი“ და ა.შ.

კოსმეტიკური საშუალებების გამოცემებმა სვიფტის გულშემატკივრების ცნობისმოყვარეობა მალე დააკმაყოფილეს და ვარსკვლავის 5 რჩეული წითელი ტუჩსაცხი გამოაქვეყნეს.

Nars -ის (მატი) ტუჩის ფანქარი Dragon Girl

MAC Cosmetics -ის რეტრო (მატი) ტუჩსაცხი Ruby Woo

CoverGirl -კრემოვანი ტუჩსაცხი Hot

Tom Ford-ის (მატი) ტუჩსაცხი Flame

Armani Beauty -ის (მატი) ტუჩსაცხი Red-to-Go