ბალენსიაგაში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შემოქმედებით დირექტორად დანიშვნიდან მხოლოდ 5 წელია გასული, თუმცა გვასალიამ უკვე შეძლო და ბრენდი იმდენად მოარგო საკუთარ ხედვას, რომ თითქმის ყველას დაავიწყა Balenciaga იმ იერსახით, როგორიც ეს ალექსანდრ ვენგის და მეტიც, ნიკოლა ჟესქიერის პერიოდში არსებობდა. თანამედროვე მოდაში, ბალენსიაგა არის ბრენდი, რომელიც ცნობილია განსხვავებული ფორმებით, წინააღმდეგობრივი კოლექციებით, პოპულარული კედებით, გახმაურებული სკანდალებით, სახალისო მიმებით და ჩვენებების საინტერესო ფორმატით, თუმცა არა სუპერმოდელებით, ამიტომ დღესდღეობით, წარმატებული მოდელების ბალენსიაგასთან ასოცირება არა მხოლოდ მოყვარულებს, არამედ მოდის ჟურნალისტებს და კრიტიკოსებსაც კი, უჭირთ. გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ სუპერმოდელებს, რომლებიც 2000-2015 წლებში, ნიკოლა ჟესქიერის და ალექსანდრ ვენგის ხელმძღვანელობით, ბალენსიაგას სახეები იყვნენ.

Lara Stone & Kate Moss – ბალენსიაგა შემოდგომა 2015

Gisele Bündchen – ბალენსიაგა გაზაფხული 2005
Gisele Bündchen – ბალენსიაგა შემოდგომა 2014

Natalia Vodianova – ბალენსიაგა შემოდგომა 2003
Sasha Pivovarova – ბალენსიაგა გაზაფხული 2015

Liya Kebede, Magdalena Frackowiak, Freja Beha Erichsen, Natasha Poly – ბალენსიაგა შემოდგომა 2009

Lily Donaldson, Raquel Zimmerman and Hana Soukupova, Gemma Ward, Caroline Trentini, Erin Wasson & Iselin Steiro – ბალენსიაგა გაზაფხული 2006