2020 წლის დასაწყისში, ბარსელონას მოდის კვირეულზე, კოსმეტიკური ბრენდის, Delfy-ის სუნამოების ახალი ხაზის პრეზენტაცია შედგა. ეს არის „დელფის“ პირველი შემოთავაზება სუნამოების განხრით. როდესაც კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდი გვთავაზობს ახალ პროდუქტს, მოდის, სილამაზის, თავის მოვლის, არომატების მოყვარულებში მღელვარება ბუნებრივად ჩნდება, მაგრამ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება, თუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ბრენდი ახალ სეგმენტზე შემოდის და პირველ ექსკლუზიურ ხაზს ქმნის.

ახალი ხაზი ჩვენთვის, ქართველი მომხმარებლისთვის, უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოში თითქმის ყველაფერი შეაფერხა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. საბოლოოდ, ახალი ხაზი საქართველოში რამდენიმე თვის დაგვიანებით, თუმცა მაინც შემოვიდა.

ხაზი შექმნილია 5 დამოუკიდებელ სუნამოდ და 2 ნაკრებად, რომლებიც წარმოდგენილია ოქროსფერ და წითელ შეფუთვებში. არ აქვს მნიშვნელობა, არომატების მოყვარულებში შედარებით ახალბედა ხართ, თუ პროფესიონალი, სურნელის სწორად შერჩევა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული მდგრადობით, ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია შემოთავაზებული პროდუქტი იყოს მრავალფეროვანი, განსხვავებული გემოვნების, განწყობის, სტილის და ყოველდღიურობის მქონე ადამიანებისთვის.

მოდელი: ლიკუნა ხაჭაპურიძე
მაკიაჟი : თინა შალიკაშვილი
ვარცხნილობა: ეკატერინე ტაბატაძე
სამკაული: ფელინო – მილანო
ფოტო: თიკო ჭიღლაძე

„დელფის“ ახალი შემოთავაზების შესახებ ვკითხულობთ, რომ ხაზი სწორედ იმით არის უნიკალური, რომ ის რამდენიმე განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს და გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით. კერძოდ, თუ ჩვეულებრივ Eau de Parfum, სუნამოს 12 – 15 % გულისხმობს,დელფის ახალ ხაზში ინდივიდუალურად წარმოდგენილ სუნამოში – 22% უტოლდება, ხოლო ექსკლუზიურ 2 კომბინაციად წარმოდგენილ ნაკრებში – 33%, რაც საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია. ეს იქნება “French Floweret“ სუნამოს ევროპული ჯგუფიდან, თუ “Spicy Tonka” აღმოსავლური სურნებელიდან, ან თუნდაც “Dry wood/Vanilla“ შედარებით ტკბილი სურნელის მოყვარულთათვის,  ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანები მათთვის შესაფერისი არომატის შერჩევას აუცილებლად შეძლებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ხაზს ჰყავს თავისი ვარსკვლავი. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ  „დელფის“ ახალ ხაზში ვარსკვლავი სუნამო არის “Touch of Oriental Universe”. ეს არის დუალიზმის ფილოსოფიით შექმნილი, 2 განსხვავებულ სურნელად წარმოდგენილი სუნამო, რომლის არომატები იმგვარადაა შერჩეული, რომ მათი ერთად გაფრქვევისას, ისინი მოლეკულურ დონეზე იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან დასამახსოვრებელ სურნელს. 

“Touch of Oriental Universe”

სუნამოს ერთი და იგივე კომბინაცია წარმოდგენილია 2 კონცენტრაციით: ექსკლუზივი, ოქროსფერი ვარიაცია და ელეგანსი წითელი შეფუთვა.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავარია როგორი ხარისხის პროდუქტი ასხია ბოთლში, შეფუთვას და ვიზუალს აქვს მნიშვნელობა. სუნამოს დიზაინის იდეა – 2 განსხვავებული სუნამო 1 შეფუთვაში მრავალმხრივ ნოვაციადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ კომპანიას დიზაინზე პატენტი აქვს აღებული. ვიზუალურ მხარეზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით ახალი ხაზის კამპანიას, რომელსაც პოპულარული ქართველი ფოტომოდელი და სოციალურ ქსელებში საკმაოდ განხილვადი ინფლუენსერი, ლიკუნა ხაჭაპურიძე ამშვენებს. ფოტოგრაფი გახლავთ თიკო ჭიღრაძე.

სუნამოს ხაზი დამზადებულია საფრანგეთში, პარფიუმის დედაქალაქად წოდებულ გრასში. ამჟამად ხელმისაწვდომია თბილისში „დელფის“ მაღაზიაში. შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ბრენდის ოფიციალური საიტიდან გამოწერით.

მოდელი: ლიკუნა ხაჭაპურიძე
მაკიაჟი : თინა შალიკაშვილი
ვარცხნილობა: ეკატერინე ტაბატაძე
სამკაული: ფელინო – მილანო
ფოტო: თიკო ჭიღლაძე