9 სექტემბერს კიევში უკრაინული ვოგის ორგანიზებით მოდის და ბიზნეს კონფერენცია იგეგმება. ღონისძიება ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორისა და Condé Nast-ის გლობალური კონტენტის ხელმძღვანელის, ანა ვინტურის, გამოსვლით გაიხსნება.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებულმა ტურბულენტურმა დრომ ახალი იდეების გაჩენა განაპირობა და, ამავდროულად, მოდის ინდუსტრიას არსებული პრობლემების გადაწყვეტისკენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, უკრაინული ვოგი აღმოსავლეთ ევროპაში თავის ყველაზე დიდ პლატფორმას უთმობს ადამიანებს, რომლებიც ამ ინდუსტრიის ფორმირებაზე არიან პასუხისმგებლები. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა შემოქმედებითი გონებები იქნება. 

Vogue UA-ს რიგით მე-5 და ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაში მთელი მსოფლიოდან მონაწილეობას მიიღებენ რედაქტორები, აღმასრულებელი ხელმძღვანელები, არტისტები, ფოტოგრაფები და ა.შ. მათ შორის იქნება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის, Factory Tbilisi-ის, ქართული მოდის ფონდისა და კონკურს BENEXT-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონიაც. 

© Vogue UA

ღონისძიება ახალ, ინოვაციურ ფორმატში გაიმართება. ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს შთამაგონებელ ონლაინ, ოფლაინ და AR გამოცდილებას ჰპირდებიან. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია უკრაინული ვოგის ოფიციალურ ვებსაიტზე.