Game Of Thrones-ის ვარსკვლავი და Louis Vuitton-ის სახე, სოფი ტერნერი ერთ-ერთი ის სელებრითია, რომელიც პანდემიის პერიოდში დედა გახდა. გოგონა, სახელად უილა (Willa) 2020 წლის ივლისში გაჩდა. ის 24 წლის სოფისა და მისი ქმრის – ჯო ჯონასისათვის პირველი შვილია. როგორც ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მეშვეობით გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, მშობიარობისას პირბადე ეკეთა.
“თუ მე შევძელი მკეთებოდა პირბადე მშობიარობისას, თქვენც შეგიძლიათ ატაროთ ის Walmart-ში.” Walmart ამერიკული კორპორაციაა, რომელსაც სურსათის ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელი აქვს ამერიკაში. ამ შედარებით, ტერნერმა მის გამომწერებს Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტერნერი მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისაკენ მოწოდების მიზნით, სოციალურ ქსელში ვიდეოს ან პოსტს აქვეყნებს. მსახიობი, ხშირად, საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება პანდემიის პირობებში არსებულ წესებს.