HBO-ს ჰიტ-შოუ “სამეფო კარის თამაშები”, რომელშიც სოფი ტერნერი სანსა სტარკის როლს თამაშობს, 2019 წელს დასრულდა, თუმცა ახალგაზრდა მსახიობის კარიერა დინამიურობას კვლავ ინარჩუნებს.

სოფის კარიერულ მიღწევებში, შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩეს მისი ფრანგულ მოდის სახლთან, ლუი ვიტონთან თანამშრომლობა. წლების განმავლობაში, სოფი ნიკოლა ჟესქიერის სამოსს წითელ ხალიჩებზე ატარებდა, “ჩემი ჩაცმის სტილი ყოველთვის იდეალურად ერწყმის ნიკოლასის დიზაინს. მომწონს, თუ როგორ უსვამს ხაზს ქალურობასა და სიძლიერეს.” თანამშრომლობის ფარგლებში სოფი ბრენდის კამპანიებშიც ვიხილეთ. ამჯერად, ტერნერი ბრენდის საათებს უწევს რეკლამას. “ჩემს მეუღლეს [ჯოს] უყვარს საათები, მან მასწავლა თუ როგორ უნდა შევარჩიო ისინი. Tambour Street Diver ჩემი საყვარელი დიზაინია, მომწონს მამაკაცური, მასიური საათები,” – აღნიშნავს მსახიობი.

ვოგთან სტილზე საუბრისას, სოფიმ აღნიშნა, რომ პანდემიის უმეტესი პერიოდი დიდი ზომის სპორტულ სამოსში გაატარა, თუმცა ახლა პატარა ექსპერიმენტებს ატარებს და ახალ სტილს ირგებს.

“ამაღელვებელია მოდის სამყაროში დაბრუნება. თუმცა ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული ვარ, შვილი ახლახანს გავაჩინე და სწორედ ახლა ბრუნდება დაბალწელიანი ჯინსი მოდაში! რაც დედა გავხდი, სასოწარკვეთილად ვცდილობ ვიყო Cool.”

სოფიმ ვოგს ასევე გაუმხილა, რომ კომედიურ ჟანრში სურს თავის გამოცდა, რადგან ამ ჟანრში ჯერ არ უმუშავია. ასევე, სურს მშობლიურ ბრიტანეთში დაბრუნება, “ჩემს ზოგ ოჯახის წევრს ჩემი შვილი არც ჰყავს ნანახი, უნდა დავბრუნდე!” -ამბობს მსახიობი.