51 წლის ლეგენდარული რეპერი სნუპ დოგი კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის SKIMS-ის უახლესი კამპანიის სახეა. მასთან ერთად კამპანიაში მისი ოჯახი – მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც არიან.
„მიხარია, რომ ჩემი ოჯახის სამი თაობა გაერთიანდა საშობაო კამპანიისთვის. ეს პირველად ხდება, ამასთან ყველას მოგვწონს კომფორტული სამოსი. შობას ყველა ერთნაირ SKIMS-ში შევხვდებით.“ აღნიშნა სნუპ დოგმა გავრცელებულ განცხადებაში.




სოციალურ ქსელებში კი, სნუპ დოგის გამოჩენამ კიმ კარდაშიანის ბრენდის კამპანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპერის გამომწერებმა გაიხსენეს, თუ როგორ უწოდა სნუპ დოგმა კიმს „ცივი“ საკუთარ YouTube არხზე, 2012 წელს. შემდგომ იყო 2018 წლის კომენტარი ჯეი-ზისა და კანიე უესტზე, როდესაც სნუპ დოგმა თქვა, რომ „მათი ევოლუცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მამაკაცზე ცოლის დიდ გავლენას.“


როგორც ჩანს, სნუპ დოგსა და კიმ კარდაშიანს შორის დაძაბულობა არ არის, ხოლო ნეგატიურ კომენტარებს სოციალურ ქსელებში არც ერთი მხარე არ გამოხმაურებია.