ოსკარების 2019 წლის რიგით 91-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ყველაზე დიდი ყურადღება მამაკაცმა მიიპყრო. კრისტიან სირიანოს ხავერდის სადღესასწაულო კაბად გარდაქმნილი სმოკინგი, რომელიც ბილი პორტერმა მოირგო ყველაზე თამამი განაცხადი აღმოჩნდა.

Credits: GETTY IMAGES / MARK RALSTON

Credits: GETTY IMAGES / NEILSON BARNARD

“მოდით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი. ბებიაჩემს და დედაჩემს თავიანთი სტილი ჰქონდათ. მოდის სიყვარულით გავიზარდე, მაგრამ საკუთარი თავის გამოხატვა შეზღუდულად შემეძლო. მაშინაც კი, როდესაც A&M Records-თან ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე, დიდი ხნის განმავლობაში დუმილს ვინარჩუნებდი. ვცდილობდი ჩემზე სხვა ადამიანების წარმოდგენას მოვრგებოდი. როდესაც Kinky Boots-ში როლი მივიღე, გამოცდილება მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ ქუსლიანი ფეხსაცმლის მორგებამ თავი ისე მაგრძნობინა მამაკაცად, როგორც არასდროს. ყოველთვის მინდოდა სადღესასწაულო კაბის ჩაცმა, უბრალოდ არ ვიცოდი როდის. გასულმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა შთამაგონა, რადგან საუბარი ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებაზე მიმდინარეობდა.
კრისტიან სირიანოს ჩვენებასაც დავესწარი. ის ჯერ კიდევ Project Runway-ში ყოფნისას მიყვარდა. პირველი ადამიანი იყო, რომელიც მიხვდა, რომ ყველა ატარებს ტანსაცმელს და არამარტო ნული ზომის ადამიანები. ჩემთვის საღამოს კაბის შექნის იდეა მის ყურშიც ჩავაწვეთე, რაზეც მითხრა, რომ ამას აბსოლუტურად გააკეთებდა. გვინდოდა მასკულინურს და ფემინურს შორის გვეთამაშა. ეს ლუქი საინტერესოა, რადგან დრაგი არ არის. არ ვარ drag queen, მე კაცი ვარ კაბაში. ის ჩემთან მაღლა სმოკინგით და დაბლა გაშლილი სადღესასწაულო კაბით მოვიდა. პირველად მისი მორგებისას თავი ცოცხლად ვიგრძენი. თავისუფლებას განვიცდიდი. ღია ვიყავი და ვასხივებდი. და მშვენიერი!
ამ მომენტიდან, მინდა ხალხმა გაიგოს, რომ არ არის აუცილებელი გაიგო ან თუნდაც დაეთანხმო სხვა ადამიანების აუთენტურობას ან სიმართლეს, მაგრამ ერთმანეთს ყველამ პატივი უნდა ვცეთ.” – ბილი პორტერი

Credits: Getty Images / Frazer Harrison