Bode ნიო-იორკის მოდის მამაკაცის მოდის კვირეულს ტოვებს
ნიუ-იორკის მამაკაცის მოდის კვირეულმა კიდევ ერთი ცნობილი დიზაინერი დაკარგა. Bode მამაკაცის სამოსის პირველ ჩვენებას შემდეგ თვეში გამართავს
პარიზში.
“ჩვენი დისტრიბუციის უდიდესი ნაწილი ევროპაშია. გვინდოდა კოლექციები ბაერებსა და პრესას ენახა” – განაცხადა ბრენდმა თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
გაბრიელა ჰერსთი მამაკაცის ხაზს უშვებსს
წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ გაბრიელა ჰერსთი მამაკაცის ხაზს უშვებს. ჰერსთმა სადებიუტო კოლექციაზე გრაფიკულ დიზაინერთან, პიტერ მაილსთან ითანამშრომლა. დიზაინერი აპირებს წელიწადში ორი კოლექცია წარადგინოს და განაცხადა, რომ მალე ფეხსაცმლის ხაზსაც შექმნის.
სის მარჟან მამაკაცის სამოსის ჩვენებას პირველად გამართავს
22 ივნის პარიზში სის მარჟანის მამაკაცის კოლექციის პირველ ჩვენებას ვიხილავთ: “დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სწორი დროა სის მარჟანის მამაკაცის ჩვენების დებიუტისთვის. ამ კატეგორიის განვითარებას ვგეგმავთ, რომელიც მისი გამოშვებისთანვე წარმატებული იყო. მამაკაცებისთვის სამოსის შექმნა მიადვილდება, რადგან მამაკაცის სამოსის დიზაინერად ვარ გაწვრთნილი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ფესვებს ვუბრუნდები” – განაცხადა ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, სანდერ ლაკმა.
ალექსა ჩანგი ნეთფლიქსზე ახალ მოდურ სატელევიზიო შოუს წარუძღვება
ბრიტანელი მოდელი და დიზაინერი, ალექსა ჩანგი Tan France-თან ერთად ახალ შოუს უხელმძღვანელბს სახელად “Next In Fashion” . შოუში 18 დიზაინერი ერთმანეთს 250 000$-ის მოსაპოვებლად დაუპირისპირდება. გამარჯვებულს თანხის მიღებასთან ერთად საშუალება მიეცემა მისი შემოქმედება Net-a-Porter-ზე წარმოადგინოს. “Next In Fashion” -ის სადებიუტო სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება, გამოშვების თარიღი ჯერ უცნობია.