სინტია ენ (სინდი) კროუფორდი დაიბადა 1966 წლის 20 თებერვალს ქალაქ დე–კალბში (აშშ, ილინოისის შტატი). მამა – ჯონ კროუფორდი ელექტრიკოსი იყო, ხოლო დედა – ჯენიფერ მოლაფი მედდა. სუპერმოდელის თქმით, მისი ოჯახი თაობებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრდნენ, თუმცა გერმანული, ფრანგული და ინგლისური წარმომავლობის არის.  სინდის ორი და ჰყავს კრისი და დანიელი. უმცროსი ძმა ჯეფრი, 3 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა, რამაც მთელი ოჯახი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო.

სინდი სრულიად შემთხვევით გაზეთის ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, როდესაც 16 წლის გოგონა საზაფხულო სამუშაოზე – სიმინდის მოსავლის სეზონზე დამხმარედ მუშაობდა და სურათი გადაუღო. გაზეთში გამოქვეყნებულ სურათს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც დაარწმუნა სინდი, რომ ბედი უნდა ეცადა სამოდელო ბიზნესში. 17 წლის ასაკში პრესტიჟულ კონკურსში “Elite Model Look” მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

16 წლის ასაკში, ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, როჯერ ლეგელმა შემამჩნია და  ფოტოსურათის გადაღება მთხოვა კოლეჯის გაზეთისთვის. დავთანხმდი და  იმჟამინდელი ბოიფრენდის სახლში საცურაო აუზთან გადავიღეთ ფოტო. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და რაღაც დიდებულზე ვოცნებობდი, ბირთვული ფიზიკოსი ან პირველი ქალი პრეზიდენტი იყო 2 რამ თავში მიტრიალებდა. ამ ფოტოსესისამ კი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ფოტოგრაფმა მირჩია ჩიკაგოში წავსულიყავი და აგენტი მეპოვნა ჩემთვის. იმ პერიოდში, მამაჩემი თვლიდა, რომ მოდელობა უბრალოდ ლამაზად შეფუთული შესატყვისი იყო “პროსტიტუციისთვის”. მშობლები მუდმივად მფარველობდნენ და მიცავდნენ. გავემგზავრე ჩიკაგოში, სადაც ელიტთან გავაფორმე კონტრაქტი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კატალოგის გადაღებები, და ჩიკაგოს ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებნესკისთან მუშაობა. ამ ერთმა ფოტოსურათმა ახალი სამყარო დამანახა და სამოდელო ინდუსტრიის კარი გამიღო.”

1984 წელს სინდიმ უმაღლესი ქულებით დაამთავრა დეკალბის საშუალო სკოლა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა ჩრდილო–დასავლეთ უნივერსისტეტში ქიმიური ინჟინერიის შესასწავლად. თუმცა პირველივე სემეტრის შემდეგ, სინდიმ კოლეჯი დატოვა, რათა აქტიურად დაკავებულიყო სამოდელო კარიერით. ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებნესკისთან ჩიკაგოში მუშაობის შემდგომ, კროუფორდი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად 1986 წელს და Elite New York modeling agency–სთან გააფორმა კონტრაქტი.

კროუფორდს კარიერის დასაწყისში ჯია კარანჯისთან მსგავსების გამო ხშირად “Baby Gia-ად” მოიხსენიებდნენ. მოდელის “სავიზიტო ბარათი” მისი ტუჩთან მდებარე ხალია, რომელსაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოდელობის პირველ წლებში ფოტოგრაფები მის ნაკლად თვლიდნენ და ფოტოებიდან აქრობდნენ, როგორც მისი ერთერთი პირველი ვოგის ყდის შემთხვევაში.

სინდის დიდება ელვის სისწრაფით განვითარდა, მოდის ინდუსტრიაში გამოჩენიდან პირველ 3 წელში 200–ზე მეტი ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა და მისი თაობის სიმბოლოდ იქცა ამერიკაში. სრულიად შეცვალა არსებული სტანდარტი და “სექსუალური ამერიკელი გოგოს” აღქმადობა. ქერა ცისფერთვალება გარეგნობის კულტი წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებით და ფორმიანი სხეულით ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ სინდის წარმატება ფიზიკურმა მონაცემებმა განაპირობა, მან საკუთარი თავი ინტელექტუალური მხრიდანაც დაიმვკიდრა და “სილამაზე+ჭკუა” უფრო მოდური გახადა.

80-90-იან წლებში სინდი ყველაზე ცნობილ მოდელად იქცა ამერიკაში და ერთ-ერთია მათ  შორის (იგულისხმება ორიგინალების დიდი ექვსეული: ნაომი, ლინდა, კრისტი, ტატიანა, კლაუდია), ვინც “სუპერმოდელის” აღზევების ხანას, როგორც მე-20 სუკუნის კულტურულ ფენომენს ჩაუყარა საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ წინა დეკადებშიც იყვნენ ვარსკვლავური მოდელები: 60–იან წლებში ტვიგი, 70–აინებში ლორენ ჰატონი, მათი აღიარება ხანგრძლივი და “მეინსტრიმული” არ ყოფილა. სინდი და მისი თანამედროვენი (ნაომი, ქეითი და სხვ.) აღარ იყვნენ მხოლოდ ის სახეები, ვინც მოდური ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდნენ და პოდიუმზე გამოდიოდნენ, არამედ იქცნენ “სელებრითებად” და ცნობადობით  გაუტოლდნენ ჰოლივუდის მსახიობებს და როკ ვარსკვლავებს.

სინდი პირველი სუპერმოდელია, ვინც ჟურნალ “Playboy”–სთვის გაშიშვლდა 1988 წელს, ცნობილ ფოტოგრაფ ჰერბ რიცის ობიექტივში.

1989 წელს REVLON – თან გააფორმა კონტრაქტი და მომდევნო 10 წის მანძილზე ბრენდის სახე იყო.

1992 წელს PEPSI–მ გადაიღო სარეკლამო ვიდეო რგოლში, რამაც არნახული წარმატება მოუტანა.

კროუფორდმა დაარღვია იმ დროს არსებული დისტანცია, ჩამოვიდა ვარსკვლავური პედესტალიდან და პუბლიკის წინაშე საკუთარ პიროვნულობაზე, ოჯახზე, ბავშვობაზე დაიწყო გულახდილი საუბარი. ამგვარმა მიდგომამ ხალხის თვალში კიდევ უფრო ჰუმანური იმიჯი შეუქმნა და მალე MTV–ის არხზე გადაცემა “House of Style”  – ის წამყვანიც გახდა, სადაც მოდელების ცხოვრება და შიდა სამზარეული იყო ნაჩვენები.

მამაკაცებისთვის სინდი ოცნების ქალი იყო, ქალებისთვის აღფრთოვანების და შთაგონების წყარო. ისინი მუდმივად ინტერესდებოდნენ, თუ როგორ ინარჩუნებდა სხეულის საოცარ ფორმებს, რაზეც სინდიმ არ დააყოვნა და 1992 წელს გამოუშვა ფიტნეს პროგრამა «Cindy Crawford: Shape Your Body», 1993 წელს კი «Cindy Crawford: The Next Challenge», რის შედეგადაც ორივე ბესტსელერი გახდა.

სინდი წლების განმავლობაში სტაბილურად იკავებდა მოწინავე პოზიციებს პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების ნუსხაში. PLAYBOY–მ დაასახელა როგორც მე–20 საუკუნის #5 ყველაზე სექსუალური ვარსვლავი. 1997 წელს, გამოკითხვის შედეგად დემი მურის შემდეგ, ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა. 1994 წელს პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გახდა ფორბსის მონაცემებით.

კარიერის მწვერვალზე ყოფნის პერიოდში, სინდიმ სასიყვარული ურთიერთობა გააბა ჰოლივუდის მსახიობ რიჩარდ გირთან, რომელთანაც 1991 წლიდან 1995 წლამდე იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში.

1998 წელს სუპერმოდელი მეორედ დაოჯახდა, ამჯერად ბიზნესმენ რენდი გერბერზე, რომელთანაც 2 შვილი შეეძინა კაია და პრისლი. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს