ექსკლუზიურ სიახლეს WWD ავრცელებს. როგორც ვკითხულობთ, ფრანგული მოდის ახალი თაობის ყველაზე გამორჩეულ დიზაინერს და Puig-ს შორის მრავალ-მილიონიანი შეთანხმება შედგა.
Puig არის პარფიუმერიის, სილამაზის და თავის მოვლის საშუალებების ესპანური კომპანია, რომელიც ფლობს ჟან პოლ გოტიეს, პაკო რაბანის და დრის ვან ნოტენის Beauty ხაზებს.
დიზაინერს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ JACQUEMUS -ის სილამაზის ხაზი დღის სინათლეს 2022 წლის შემოდგომაზე იხილავს.