რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ვოგმა დადო ახალი ექსკლუზიური სტატია, რომელშიც გამოქვეყნდა ჟაკმუსის ახალი ოფისის ინტერიერის ფოტოები.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ოფისის ინტერიერის ფოტოებზე აღბეჭდვა. ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ჩვენმა გუნდმა დამოუკიდებლად მიაღწია. უკვე 10 წელია, რაც ეს ბრენდი არსებობს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია ვიმუშაოთ სივრცეში, რომელიც ასე კარგად ეხმაურება ჩვენს ნათელ და ბედნიერ ენერგეტიკას. ის სავსეა პოზიტიური ენერგეტიკით და ჩვენ ბედნიერებას გვანიჭებს აქ მუშაობა.” ამბობს სიმონი ფრანგულ ვოგთან, თუმცა ბედნიერებამ დიდ ხანს არ გასტანა.

ინსტაგრამ გვერდმა @sayhito -მ სიმონი და მისი ინტერიერის დიზაინერი პლაგიატში დაადანაშაულა და მტკიცებულებად ბევრი მაგალითი მოიყვანა.

პოსტებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და Sayhito-ს მკითხველები საკმაოდ ღიად და უხეშად აკრიტიკებენ ახალგაზრდა ფრანგ დიზაინერს. სიმონს, ან მის ოფიციალურ წარმოამდგენელს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.