სიდნი სვინი Jimmy Choo-ს ახალი სახეა. ამერიკელი მსახიობი ბრიტანული ბრენდის 2024 წლის ზაფხულის კამპანიაში იღებს მონაწილეობას.

“ეიფორიას,” “მხევლის წიგნის,” “თეთრი ლოტუსის” და სხვა არაერთი წარმატებული პროექტის ვარსკვლავი Jimmy Choo-ს კოლექციაში ოლივერ ჰენდლი ფირჩმა კალიფორნიაში, პალმ სფრინგსში გადაიღო.

“სიდნი Jimmy Choo-ს სულისკვეთებას განასახიერებს.ის ნიჭიერი, თავდაჯერებული და მხიარულია და შთამაგონებელი სამუშაო ეთიკა აქვს,” – განაცხადა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა სანდა ჩოიმ.

Jimmy Choo-ს კამპანია “Road to Joy” სიდნი სვინის მონაწილეობით