23 წლის ამერიკელი ტოპ მოდელი, კენდალ ჯენერი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. მოდელს ავსტრალიური ბრენდის Bec + Bridge-ის კაბა ეცვა, რომელსაც ქართული ბრენდის “ეშვის” საყურეები შეუხამა.

ამერიკელი მომღერალი, სიარა კანის Lions Festival-ზე ქართველი დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის ტყავის შარვლით გამოჩნდა. შარვლის ყიდვა brownsfashion.com-ზეა შესაძლებელი.