“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც განსხვავებული მიმართულებით უნდა განაგრძო სვლა. ეს ყოველთვის რთულია, როცა რაღაც ძალიან გიყვარს. მე მიყვარს ჩოგბურთი, მაგრამ ახლა, უნდა ვფოკუსირდე დედობაზე, ჩემს სულიერ მიზნებზე, რათა საბოლოოდ აღმოვაჩინო განსხვავებული, თუმცა კვლავ ამაღელვებელი სერენა,” – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ლეგენდარული ჩოგბურთელი ამერიკული ვოგის სექტემბრის ნომრის გარეკანს.

ვოგის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ნომერში, სერენა უილიამსმა ჩოგბურთიდან წასვლა ოფიციალურად დააანონსა. გარეკანზე სერენა შვილთან ერთად არის გამოსახული და ბალენსიაგას კაბა ამშვენებს.


Vogue ამერიკის შეერთებული შტატები – სექტემბერი 2022

ფოტოგრაფი: Luis Alberto Rodriguez
სტილისტი: Gabriella Karefa-Johnson

ინტერვიუს წასაკითხად მიჰყევით ლინკს – Vogue.com