წელს BAFTA-ს ისტორიაში პირველად, დაჯილდოვება ორ დღეზე გადანაწილდა – ტექნიკური ჯილდოები გამარჯვებულებს 10 აპრილს გადაეცათ, ხოლო ხელოვანებს – 11 აპრილს. რა თქმა უნდა, დარბაზი ცარიელი, მაყურებლების გარეშე იყო და მსოფლიო მათ სახლებიდან ადევნებდა თვალს, თუმცა სელებრითების ნაწილმა რეალურ წითელ ხალიჩაზე გაიარა. თვალი გადავავლოთ გამორჩეულ ლუქებს.