მიუხედავად იმისა, რომ ჰელოუინი ოფიციალურად ჯერ არ დამდგარა, სელებრითები ინსტაგრამის საშუალებით უკვე აქტიურად გვიზიარებენ წლევანდელი კოსტიუმების ფოტოებს. როგორც ყოველთვის რამდენიმე სელებრითის კოსტიუმი განსაკუთრებით გამოირჩევა. ფეშენისტებისგან განსაკუთრებული მოწონება ნინა დობრევმა დაიმსახურა. მსახიობმა გადაწყვიტა შანელის ბოლო ჩვენებიდან კომიკური მომენტი გაეცოცხლებინა, როდესაც ფრანგი იუთუბერი და კომიკოსი, მარი ბენოლიელი, პოდიუმზე გამომავალ მოდელებს შეუერთდა, თუმცა მალევე ჯიჯი ჰადიდი წინ გადაუდგა და პოდიუმი დაატოვებინა.
დობრევს ჰელოუინისთვის მეორე ლუქიც ჰქონდა. ამჯერად ვამპირის დღიურების ვარსკვლავმა ბილი აილიშის იმიჯი მოირგო.
რეპერმა ნიკი მინაჯმა და მისმა ქმარმა ჰარლი ქუინისა და ჯოკერის კოსტიუმები მოირგეს.
მოდელმა ეშლი გრეჰემმა ჯესიკა რებითის პოპულარულ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.
ამერიკელმა რეპერმა, ქარდი ბიმ წლევანდელი ჰელოუინისთვის სექსუალური ექთნის იმიჯის მორგება გადაწყვიტა.
მომღერალმა ჰელსიმ ჰელოუინისთვის 2 კოსტიუმი შეარჩია. იგი მერლინ მენსონისა და შერის ამპლუაში მოგვევლინა.
რივერდეილის ვარსკვლავმა, კამილა მენდესმა რიკის კოსტიუმი მოირგო ანიმაციური სერიალიდან “რიკი და მორტი”
2 კოსტიუმი მოირგო მომღერალმა დემი ლოვატომაც. დემიმ საშიში კლოუნის, პენივაისის ფორმა მოირგო, ფილმიდან “It”, ხოლო მისი მეორე კოსტიუმი მარი ანტუანეტის ფორმა იყო.
წელს საკმაო პოპულარობით სარგებლობს მალენფისენტას კოსტიუმი, რომელიც რამდენიმე სელებრითმა/მოდელმა მოირგო, მათ შორის: ვანესა მორგანმა, ეიზა გონაზელსმა და ჯორჯია ფაულერმა
ამერიკელი მსახიობი, ლისა რინა ჯენიფერ ლოპესის ვერსაჩეს საკულტო მწვანე პრინტებიანი კაბით მოგვევლინა.
მსახიობმა ელიზაბეტ ჰარლიმ უმა თურმანის პერსონაჟი გააცოცხლა ფილმიდან “მოკალი ბილი”.
კაილ ჯენერის ქალიშვილმა ჰელოუინისთვის დედის მეტ გალას ლუქი მოირგო. ფოტოები ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება კაილის, რეალითი შოუს ვარსკვლავმა საუკეთესო მეგობართან, სტასი კარანიკოლაუსთან ერთად ბრიტნი სპირსისა და მადონას საკულტო მომენტი გააცოცხლა VMA-ს დაჯილდოვებიდან.
90-იანების სუპერმოდელებმა სინდი კროუფორდმა და ამბერ ვალეტამ 60-70-იანებისთვის დამახასიათებელი სტილის კოსტიუმები მოირგეს.
ამერიკელი მსახიობი, ჯესიკა ბილი NSYNC – ერის ჯასტინ თიმბერლეიქის ფორმით ვიხილეთ.