პანდემიის შემდეგ, პირველად, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ყველა ჩვენება ფიზიკურ ფორმატში გაიმართება. ჯამში, დაგეგმილია 29 შოუ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჟან პოლ გოტიეს კოლექცია, რომელსაც ბალმანის შემოქმედებითი დირექტორი, ოლივერ რუსტანი შექმნის.

ჟან პოლ გოტიე & ოლივერ რუსტანი

ლეგენდარული ფრანგი კუტიურიეს ინიციატივით, ყოველ სეზონზე, გოტიეს ბრენდი კოლექციის შესაქმნელად სხვადასხვა დიზაინერს იწვევს. ჩვენ უკვე ვიხილეთ Sacai-ის ჩიტოსე აბეს და Y/Project-ის გლენ მარტენსის კოლექციები Jean Paul Gaultier-ისთვის. შემდეგი კი, სწორედ ბალმანის ოლივერ რუსტანი იქნება.

გასული წლის გახმაურებული დებიუტის შემდეგ, ახალი სეზონის კალენდარში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბალენსიაგა. ქართველი დიზაინერი, დემნა თავის რიგით მეორე კუტიურ კოლექციას 6 ივლისს წარადგენს.

ტრადიციულად, მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიული ბრენდები, როგორებიცაა: Dior, Chanel და Schiaparelli.

Balenciaga ოტ-კუტიური

მოდის კვირეული პარიზში 4-7 ივლისს გაიმართება.