როდარტეს ახალი კოლექცია ყველა ზომის ქალებისთვისაა განკუთვნილი

როდარტე 2002 წელს დებმა – ქეით და ლორა მულივებმა ლოს-ანჯელესში დააარსეს. ბრენდი ჩვენებებს ძირითადად ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მართავდა, მაგრამ 2017 წლიდან რამდენიმე სეზონი შოუებს პარიზში ატარებდა. ახლა კი კვლავ ამერიკაში დაბრუნდა. როდარტეს დიზაინერებმა ქეით და ლორა მულივებმა  Universal Standard-თან ახალი კოლექციისთვის ითანამშრომლეს. კოლექცია 00-დან 40 ზომამდე ნებისმიერი ქალისთვისაა შექმნილი.

Rodarte x Universal StandardCourtesy of Rodarte

სან ლორანი მამაკაცის S/S 2020 კოლექციას ლოს-ანჯელესში წარადგენს

გასული წლის ივნისში ნიუ-იორკში ენტონი ვაკარელოს სან ლორანის მამაკაცის კოლექციის ჩვენება პირველად გაიმართა. ამჯერად ენტონი მამაკაცის კოლექციას ლოს-ანჯელესში წარადგენს. შოუ მამაკაცის მოდის კვირეულების დაწყებამდე უფრო ადრე, 6 ივნისს გაიმართება და ამჯერად მხოლოდ მამაკაცის სამოსს მოიცავს. დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

Ph: Angela Weiss/AFP/Getty Images

LVMH-ის შემოსავალი ზრდას განაგრძობს

LVMH-ის გაყიდვები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ლუი ვიტონმა, რომელსაც LVMH ფლობს, გასულ სამ თვეში გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლი გამოაქვეყნა – ბრენდმა ჩინეთის ბაზარზე გაყიდვებით მოსალოდნელზე მეტი ზრდა აჩვენა. კომპანია ყველაზე მეტ შემოსავლს სწორედ ვიტონიდან იღებს, რაც გასაკვირი არ არის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლუი ვიტონი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. როგორც LVMH-ის განცხადებიდან ვიგებთ, მათი შემოსავალი 11%-დან 16%-მდე გაიზარდა და ახლა 12,5 მილიარდ დოლარს აღწევს.

Louis Vuitton

ოლივია პალერმო კარლ ლაგერფელდთან კოლაბორაციით შექმნლი კაფსულა კოლექციის წარდგენას დუბაიში გეგმავს

ოლივია პალერმომ კაფსულა კოლექციის შესაქმნელად კარლ ლაგერფელდის ბრენდთან ითანამშრომლა. როგორც ცნობილია, პალერმო ამ კოლექციას 12 ივნისს კარლ ლაგერფელდის ბრენდის დუბაის მაღაზიაში წარადგენს. კოლექციაში 19 ნაწილისგან შედგება და გერმანელი დიზაინერის ესთეტიკასა და პალერმოს ურბანულ სტილს აერთიანებს.

‘’მინდოდა, ნიუ-იორკული სპორტული შეგრძნების დამატებით კარლის ესთეტიკისთვის პატივი მეცა. ტანსაცმელი მოდური და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო,’’ – განაცხადა ოლივია პალერმომ.

რამდენიმე დიდმა ბრენდმა შესაძლოა წლევანდელი მეტ გალა გამოტოვოს

WWD ავრცელებს ინფორმაციას, რომ რალფ ლორენი, დიორი და კელვინ კლაინი წლევანდელ მეტ გალაზე მაგიდებს არ ყიდულობენ. მაგიდის დაჯავშნა ბრენდებს $300 000 უჯდებათ, რაც შესაძლოა არ უღირდეთ, რადგან მათ შეუძლიათ ინსტაგრამის პოსტით უფრო მეტი გამოხმაურება მიიღონ.

Ph: Patrick McMullan

ტონი გუდმენის მემუარი შემდეგ კვირაში გამოვა

ამერიკული ვოგის სტილისტის, ტონი გუდმენის მემუარი სახელად ‘’Point of View’’ შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება. წიგნი გამორჩეული ფოტოებისგან შედგება, რომელიც მის კარიერაზე მოგვითხრობს: ტონი ნიუ-იორკ თაიმსის მოდის რეპორტიორად მუშაობდა,  შემდეგ კელვინ კლაინის რეკლამირების ვიცე პრეზიდენტი და Harper’s Bazaar-ის მოდის ხელმძღვანელი გახდა. ახლა კი ამერიკულ ვოგში სტილისტია და 150-ზე მეტ გარეკნს სწორედ ტონიმ გაუწია სტილისტობა.

Tonne Goodman
Credit: Daniel Arnold for The New York Times

ვერსაჩეს ახალი უფროსი აღმასრულებელი ჰყავს

ვერსაჩეს მფლობელი კაპრი ჰოლდინგსი იტალიური მოდის სახლისთვის ახალ აღმასრულებელს ნიშნავს. ვერსაჩეს ფინანსურმა დირექტორმა, დონატელო გალიმ კომპანია ერთი თვის წინ დატოვა. გალი, ადრე იმავე პოზიციას პრადაში იკავებდა, ვერსაჩეს კი 2017 წელს შეუერთდა. როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, დონატელონა ნიკოლა კრესპინმა ჩაანაცვლა, რომელსაც მაიკლ კორსის ევროპის, აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონების ფინანსები ებარა 10 წლის განმავლობაში.