რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი Sex and the City ახალი ფორმატით, ლიმიტირებული სერიების სახით ბრუნდება. სერიალი ტელეარხ HBO-ს სტრიმინგ სერვისზე – HBO Max-ზე გამოქვეყნდება. ადრეული 2000-იანების ყველაზე საკულტო შოუს დაბრუნებას მაყურებელი უკვე წლებია ელოდება და გასაკვირი არ არის, რომ ამ ამბავმა ყველა ძალიან გაგვახარა. თუმცა, ოთხი ნიუ-იორკელი მეგობრის თაყვანისმცემლებმა უკვე იციან, რომ სერიალის ახალი სეზონი ნამდვილად ვეღარ იქნება ისეთი – როგორიც იყო. მიზეზი კი, კიმ კეტრელის სამსახიობო შემადგენლობიდან გამოთიშვაა. სამანტას გარეშე, Sex and the City  ბევრისათვის წარმოუდგენელიც კია. კიმ კეტრელის უარის მიზეზი კოლეგებთან დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც, როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მსახიობმა ბოლო ფილმის გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა სარა ჯესიკა პარკერის მხრიდან არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაზე, არათანაბარ ანაზღაურებასა და სხვა ბევრ დეტალზე, რომელმაც საბოლოოდ გადააწყვეტინა უარი ეთქვა პროექტში დაბრუნებაზე.

Sex and the City-ის ხსენებისას შუძლებელია არ გაგვახსენდეს სერიალის გარდერობი – კოსტიოუმები, რომლებიც მსახიობებმა სხვადასხვა სცენაში მოირგეს. მიუხედვად იმისა, რომ ამ მხრივ ყურადღების ცენტრში ქერი ბრედშოუ იყო, სამანტამაც არაერთი გამორჩეული ლუქით დაგვამახსოვრა თავი. თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ სამანტა ჯონსის იმიჯის 20 საუკეთესო მომენტი Sex and the City-ის სხვადასხვა ეპიზოდიდან.

1/20

2/20

3/20

4/20

5/20

6/20

7/20

8/20

9/20

10/20

11/20

12/20

13/20

14/20

15/20

16/20

17/20

18/20

19/20

20/20