საზაფხულო მაკიაჟისთვის ბევრი რამ არ არის საჭირო – წლის ცივ სეზონებთან შედარებით, ცხელ დღეებში ყოველდღიური მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი, შესაძლოა, სულ რამდენიმე პროდუქტი გახდეს. ამ სეზონზე მსუბუქი, ბუნებრივი  და ჯანსაღ მბზინვარებაზე აქცენტირებული მაკიაჟი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. ასე რომ გთავაზობთ Fashionholics Online-ის რჩეულ 6 პროდუქტს კოსმეტიკურ ბრენდ Delfy-სგან. ეს პროდუქტები ყოველდღიურად იზრუნებს თქვენს იდეალურ გარეგნობაზე, მიუხედავად იმისა, მსუბუქი მაკიაჟი მოგწონთ თუ ზაფხულის დადგომასთან დადგომასთან ერთად საგანგებოდ იცვლით რუტინას.

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ, როგორც ონლაინ Delfy-ის ოფიციალურ ვებ-გვერდისა და Fecebook-ის გვერდის მეშვეობით, ასევე ბრენდის მაღაზიაში, რომელსაც “თბილისი გალერიაში” შეგიძლიათ ესტუმროთ.

შიმერი

delfycosmetics.ge

მსუბუქი ტექსურის  სახის შიმერს Delfყ  2 ფერში გთავაზობთ. მბზინავი გელი გამოიყენება, როგორც მაკიაჟის დამატებითი ფაქტორი. განკუთვნილია სახის კონტურების გამოსაკვეთად. ეს პროდუქტი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია ბუნებრივი და ამავდროულად, ეფექტური ბზინვარებისთვის. მდგრადი ფორმულა ხელს უწყობს მის  გრძელვადიან ეფექტს, ხოლო ტექსტურა – ბუნებრიობას.

ფრჩხილის პროფესიონალური ლაქი

დახვეწილი დიზაინისა და ფერების დიდი არჩევანის გარდა, Delfy-ის ფრჩხილის ლაქები გელ-ლაქის ეფექტს გვთავაზობს, შესაბამისად, ის საკმაოდ ხარისხიანი და მდგრადიც არის. ფრანგული წარმოების ეს პროდუქტი უსაფრთხოების მე-11 კლასს მიეკუთვნება – რაც ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ქიმიურად აგრესიულ მთავარ 11 ნივთიერებას (აღსანიშნავია, რომ დღეს ბაზარზე არსებული უმეტესი ფრჩხილის ლაქები მე-5 ან მაქსიმუმ მე-6 კლასს მიეკუთვნება). აღიშნული მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების შეძენისას, მთავარი კრიტერიუმი ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქტების არჩევაა.

მბზინავი ტუჩსაცხები – 3D VOLUME LIP GLOSS


მბზინავი ტუჩსაცხები, იგივე გლოსები, იდეალური გადაწყვეტილებაა საზაფხულოდ. მსუბუქი ფორმულის ეს პროდუქტი იდეალურ ბზინვარებასთან ერთად, მენთოლის ექსტრაქტის მეშვეობით ტუჩებს მოცულობას მატებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია –  ამ ეფექტს ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ყველანაირი დისკომფორტის გარეშე.

სახის სკულპტორი

delfycosmetics.ge

კონტურული მაკიაჟისა და ე.წ სტრობინგისთვის შექმნილი სახის სკულპტორი ადვილად გამოსაყენებელია მათთვისაც კი, ვინც ამ ტექნიკას მანამდე არ იყენებდა – ყველაფერი კი ამ პროდუქტის კარგი ფორმულის, მოხერხებული და ამავდროულად ეკონომიური შეფუთვის დამსახურებაა.

კორექტორი, კონსილერი

delfycosmetics.ge

მსუბუქი მაკიაჟის კეთებისას განსაკუთრებით  საჭიროა უპეების სიმუქის ან პიგმენტურ ლაქების დაფარვა, კრემოვანი ტექსტურის კონსილერი აუცილებელია, – არ აქვს მნიშვნელობა ტონალურ კრემთან კომბინაციაში თუ მის გარეშე. დელფის ეს პროდუქტი საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მისი გამოყენებით თქვენი სახეზე ე.წ დაღლილობის ეფექტი სრულად გაქრება, შესაბამისად ნებისმიერი მაკიაჟით ჯანსაღი და სრულყოფილი ვიზუალი გექნებათ.

ფერადი წამწამები


delfycosmetics.ge

Delfy-ის ფერადი წამწამები შექმნილია უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ წამწამთან მიახლოებული ჰიპოალერგიული ფიბრისგან. მნიშვნელოვანია, რომ ის არ აღიზიანებს თვალს და აქვს განსაკუთრებული მოცულობა მაქსიმალური ეფექტისათვის. ეს ფერადი, გრძელი, ფუმფულა და ფერადი წამწამები ადვილი გამოსაყენებელია და  სასიამოვნო ბონუსია, საფესტივალოდ ან უბრალოდ ყოველდღიურობის გასაფერადებლად.