რთულია გავიხსენოთ სატელევიზიო შოუ,რომელმაც პანდემიის პირობებში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორიც ნეთფლიქსის ახალმა სერიალმა „ემილი პარიზში“. წარმატებასთან ერთად, Netflix-ის ახალ პროექტს კრიტიკაც არ აკლდა. სერიალის შემქმნელები ფრანგების შესახებ არასწორი სტერეოტიპების პროპაგანდაში არაერთხელ დაადანაშაულეს. საკამათო გახდა Golden Globe-ის 2021 წლის ნომინაციებიც.

პრესტიჟული დაჯილდოების ჟიურიმ სერიალი ორ ნომინაციაში წარადგინა, რის შემდეგაც The New Yorker-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ალექსანდრა შვარცმა ტვიტერზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “ნება მომეცით გავიაზრო… Emily In Paris ნომინირებულია ოქროს გლობუსზე, მაგრამ I May Destroy You არა…”

სერიალის სიუჟეტი ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ემილი კუპერის გარშემო ვითარდება, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის. მარკეტინგული კომპანია, სადაც ემილი იწყებს მუშაობას, ძვირადღირებული ფრანგული ბრენდების, მათ შორის ტანსაცმლის და სამკაულების პიარზე არის პასუხისმგებელი. გამომდინარე აქედან, მოდას სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია.

ემილის ჩაცმის სტილი – ეს სერიალის კიდევ ერთი საკამათო თემაა. ბევრის აზრით, ემილის ჩაცმულობა არ პასუხობს თანამედროვეობას და ის 2000-იანი წლების სატელევიზიო შოუს გმირს ჰგავს.

მიუხედავად კრიტიკისა, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, Emily in Paris კომედიაა, შესაბამისად, მისი ძირითადი მიზანი მაყურებლის გართობა, სიამოვნების მინიჭება და რეალობისგან დროებით მოწყვეტაა. ამ ამოცანას კი, სერიალი იდეალურად ართმევს თავს. სწორედ ეს განაპირობებს ემილი კუპერის ისტორიის პოპულარობას. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მოდა აინტერესებს და უყვარს.


გთავაზობთ ონლაინ მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მოდური ნივთები Emily in Paris -ის მეორე სეზონიდან:

კამილის ფრანგული სტილის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი Balmain-ის ჟაკეტია.

მისი შეძენა Net-a-Porter.com-ზეა შესაძლებელი და ახლა 40%-იანი ფასდაკლებით 2,457 დოლარი დაგიჯდებათ.

იგივე სცენაში, სერიალის ფრანგული სტილის კიდევ ერთ სახეს, სილვის ვალენტინოს ჩანთა ამშვენებს. აქსესუარის შეძენა ვალენტინოს ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ და მისი ფასი 3,250 დოლარია.

რაც შეეხება მთავარ გმირს, ემილის არჩევანი მეტად დემოკრატიულია. მას Zara-ს მწვანე მოსაცმელი აცვია, რომლის ფასი 49.90 დოლარია და გამოწერა ზარას საიტიდან არის შესაძლებელი.


სენ-ტროპეში მოგზაურობის დროს, ემილი Dolce & Gabbana-ს საზაფხულო მინი-კაბით ჩნდება. კაბის ღირებულება 1,068 დოლარია და მისი შეძენა Farfetch.com-ზე შეგიძლიათ.


სენ-ტროპეს კოსტიუმებიდან თვალშისაცემია Magali Pascal-ის იისფერ-ცისფერი კაბა, რომლის ღირებულება 695 დოლარია და მისი გამოწერა ბრენდის ოფიციალური საიტიდანაა შესაძლებელი.


პარიზში, თავის პირველ დაბადების დღეზე, ემილის ბრენდ ROTATE-ს სადღესასწაულო კაბა აცვია. კაბის ღირებულება 410 დოლარია, თუმცა ამჟამად, Editorialist.com-ზე, ფასდაკლებით 162 დოლარად შეიძენთ.


Chopard-ის საღამოზე მთავარი გმირი კიდევ ერთი გამორჩეული კოსტიუმით ჩნდება, რომელიც ქართველ დიზაინერს, ანუკი არეშიძეს ეკუთვნის. ანუკის კაბის ფასი 1,088 დოლარია და მისი შეძენა Editorialist.com-ზე შეგიძლიათ.


სერიალის კოსტიუმებში თვალშისაცემი ადგილი უჭირავს ფრანგულ ბრენდს, Coperni-ის. კამილის ჩანთის ღირებულება 1,310 დოლარია და ის ხელმისაწვდომია Nordstrom.com-ის ონლაინ პლატფორმაზე. რაც შეეხება ტვიდის ნაცრისფერ სეტს, Mytheresa.com გვთავაზობს 30%-იანი ფასდაკლებით.


ტვიდის ვარდისფერი კაბა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ნივთია. ეს უკანასკნელი ბალმანის კოლექციიდან არის და ამჟამად მისი ყიდვა Farfetch.com-ზე 1.290 ევროდ შეგიძლიათ.


ემილის ჩაცმის სტილში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერადი ჟაკეტები და მოსაცმელები. ამჟამად ინტერნეტში ხელმისაწვდომია ემილის Vassilis Zoulias-ის ჟაკეტი, ღირებულება 450 ევრო, შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ოფიციალურ საიტზე.

Alice + Olivia-ს ყვითელი კოსტიუმი – ფასი: 395 დოლარი, იყიდება ოფიციალურ საიტზე: Aliceandolivia.com.

და შედარებით ძვირადღირებული – Barrie-ის კოსტიუმი, რომლის ფასი Farfetch.com-ზე 1.608 ევროა.