ამის შესახებ ემინ აგალაროვმა განაცხადა. ემინი აზერბაიჯანელი-რუსი მომღერალი და ბიზნესმენია, რომელიც Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. „თუ ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრი გაქვს, გჭირდება: პრადა, შანელი, ლუი ვიტონი; თუ საშუალო კატეგორიის მოლია: ზარა, ადიდასი, H&M, რებოკი; თუ ეს ბრენდები არ არის წარმოდგენილი, მაშინ სიცარიელეა,“ – აღნიშნა აგალაროვმა RBC Media-სთან ინტერვიუში.

24 თებერვლის შემდეგ, დასავლური ბრენდების დიდმა ნაწილმა რუსეთი დატოვა. მეტიც, ისეთმა პრესტიჟულმა ბრენდებმა, როგორებიცაა შანელი და ერმესი, შეზღუდვები დაუწესეს რუსული პასპორტის მფლობელებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.