ქლოი სევინსა და მიუ მიუს შორის თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მაშინ ბრენდის, რომელიც მიუჩია პრადას მეტსახელს ატარებს, დაარსებიდან ორი წელი იყო გასული, ქლოის ვარსკვლავი კი სწორედ მაშინ იწყებდა ამოსვლას.
დავბრუნდეთ 1995 წელში, როდესაც ლარი კლარკისა და ჰარმონი კორინის სკანდალური ფილმის, “ბავშვების,” პრემიერა შედგა. გახმაურებულ კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ქლოი ასრულებს, რომელიც მიუ მიუს ჩვენებაზე პირველად ამ წელს გამოდის.
© Condé Nast Archive
დღევანდელობაში 2000-იანი წლების ეპატაჟური ტენდენციების აქტუალურობის ზრდამდე დიდი ხნით ადრე, სანამ მიუ მიუს “ის ლუქი” თვალში იმაზე ხშირად მოგვხვდებოდა, ვიდრე სხვა დიზაინერების ნამუშევრები, მისი გავრცელება ვირუსულად დაიწყებოდა და ინტერნეტ სენსაციად იქცეოდა, პოდიუმზე მინიმალიზმი დომინირებდა. 1996 წლის გაზაფხული/ზაფხული სეზონზე პრადას მეორე ბრენდიც მინიმალისტურ ესთეტიკას ატარებდა. ამ სეზონზე მიუ მიუს გოგოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ახალგაზრდა, რომელიც უპირატესობაც მკაცრ სტილს ანიჭებს, თუმცა თავის ჩაცმულობაში თამამი ელემენტებიც შეაქვს.
ჩვენება ქლოის გამოსვლით გახსნა. ჯამში მან პოდიუმზე ოთხი ლუქი წარადგინა.
© Condé Nast Archive
მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კოლექციის სარეკლამო კამპანიაშიც, რომლისთვისაც ის გერმანელმა ფოტოგრაფმა იურგენ თელერმა გადაიღო.
© Miu Miu