2015 წელს ამერიკული ვოგი ლილოს ბაზრობას ეწვია, ვოგის ჟურნალისტი წერს:
„ნაცრისფერი დღეა თბილისში, საქართველოში, სადაც ფოტოგრაფ თამუნა ქარუმიძესთან და მუსიკოს ნატალი ”ტუსია” ბერიძესთან ერთად “დანკინ დონატსის” გარეთ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი ნისლით არის გასქელებული და ჩვენ ჯერ ისევ გამოღვიძებას ვცდილობთ, აქ საქმეებთან დაკავშირებული საერთო მღელვარებაა: ჩვენ ლილო პლაზაში ვაპირებთ წასვლას, ბაზარში, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ეს გარე სავაჭრო ცენტრი საბოლოო დანიშნულების ადგილია ყოველგვარი სიყალბისთვის, ასევე კვლავ არსებული საქმიანობის, რომელიც სიმბოლოა იმ ლოგო დატანილი ფუფუნების საგნებისა, რომლებიც გაჯერებულია ადრეული ოთხმოცდაათიანი წლების პოსტ-საბჭოთა კავშირით, როდესაც თავისუფალი ბაზარი იფილტრებოდა და ყოფილი საბჭოთა კავშირი წალეკილი იყო დიზაინერების გაყალბეული სამოსით, იმპორტირებული ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა თურქეთი და ჩინეთი.“ სტატიაში საუბარი ადრინდელი კონსუმერიზმის ხედვაზე გრძელდება. ოცი წუთის შემდეგ ლილოს ბაზარს ესტუმრნენ.
ლილო პლაზა აღწერილია, როგორც დიდი ბაზარი, რომელსაც ფურცლოვანი მეტალი აქვს გადაფარებული და სადაც ადგილები გამოყოფილია ჭუჭყიანი ბილიკებით, რომლებიც სავსეა დუტის ქურთუკებში გამოწყობილი სქელწარბიანი აზერბაიჯანელი კაცებით, რომლებიც დასველებულ სიგარეტებს ღეჭავენ, ასევე სავსე ტომრებით და მოხუცი ქალებით, ”რომლებსაც მძიმე საზიდავით ყავები დააქვთ და გაიძახიან ‘ხაჭაპური,’ ყველთან ერთად გამომცხვარი პურის სახელს, რომელიც ადგილობრივი დელიკატესია.”

„აქ BOGO (შეიძინე ერთი, მიიღე მეორე საჩუქრად) იმპულსის ტალღაა და უეცრად სურვილი გიჩნდება შეიძინო ონკანი და დენის ჩამრთველი, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი აქ არის და ასეთი იაფია. მაგრამ გადავუხვიეთ: ვაშტერდებით ადგილს, სადაც მხოლოდ საფულეები იყიდება დიდი რაოდენობის თვლებით მორთული ან მბზინვარე, გველის ტყავის პრინტიანები, რომლებიც ცვალებადია.”
შემდეგ სტატიის ავტორი კუთხის გარშემო დაწყობილ სახლის ტელეფონებზე და ციფრულ საათებზე ამახვილებს ყურადღებას, „სადაც ერთადერთი ინდიკატორი იმისა რომ 2015 წელში ვართ არის LED ნიშანი, რაზეც იკითხება ‘ინტერნეტი.’“
უფრო ქვევით გადანაცვლებისას სათამაშოების სექციაში მოხვდნენ, მერე კი ტანსაცმლის სექციისკენ გაბრუნდნენ, რომლის აღწერაც ასე იწყება: ”ტანსაცმლის მხარე ცუდი გემოვნების სახალისო მწვერვალია.” სწორედ იქ, ბავშვის ზომის თოჯინებიც ყალბი ”შანელით” არიან შემოსილები, რომლებიც ჭერთან თმით არიან დაკიდებულები და ”შესასვლელთან უთავო მანეკენებს ”ტომი ჰილფიგერის” და ”ნაიკის” ნაქსოვი პერანგები აცვიათ.”

“ტანსაცმლის ხარისხი დამოკიდებულია ფასისადმი შენს მოლოდინზე, დიზაინი კი როგორც ჩანს ნაკლებად შთაგონებულია მაღალი მოდით თუ პოდიუმის რეკომენდაციებით და უფრო უხეშად ცდილობს მიუახლოვდეს დიდებას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ძვირი ბზინვარე, ბრწყინვალე ან ბეწვითაა დაფარული,” – აღნიშნულია სტატიაში. “ცნობისმოყვარე ჟურნალისტის სახელით, სუფთა თეთრი ყელიანი სვიტერი ვიყიდე, რომელზეც შუაში წარმოდგენილია ”შანელის” ლოგო, 40 ლარში, რაც ამერიკულ 16 დოლარზე ცოტა მეტია. ჩემი უკეთესი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და შანელის იურიდიული დეპარტამენტის სამწუხაროდ, ცოტათი კმაყოფილი ვარ ამ უკიდურესად ყალბი შენაძენით: თავს არ ვგრძნობ ცუდად ამ ყალბი კუტიურის გამო, რადგან ცხადია, რომ წამითაც არავინ გაიფიქრებს, რომ ნამდვილი იყო.”
როგორც ყალბი შანელის სვიტერის მყიდველი ჟურნალისტი იხსნებს, გამყიდველმა რუსულად უთხრა, რომ კარგად ერგებოდა და ცდილობდა მაისური მიეყიდა, რომელზეც ლეოპარდის პრინტიან კაბაში გამოწყობილი მოდელის ილუსტრაცია იყო გამოსახული და ასევე ფრაზა ”მის ვოგ’ი.”
”დავეწიე თამუნას, რომელიც ტუსიას ”მოსკინოს” ლოგოთი მორთულ ზედაში იღებდა, რომელიც არც ისე შორსაა ჯერემი სკოტის ზოგი ახალი პოდიუმის ტრენდისაგან.”

ისინი თურქული ყავის მისაღებად შეჩერდნენ და გზა ფეხსაცმლის სექციისკენ განაგრძეს, სადაც კვლავ წააწყდნენ ყალბ ლოგოებს, ნახეს სნიკერებზე დაწერილი ”ადიდასი,” ”გუჩის” საბავშვო ფეხსაცმელი. შემდეგ ტუსიამ წყვილ ნაქსოვ ნაცრისფერ და შავ სნიკერებზე მიანიშნა მათ, ”’ღმერთო ჩემო-იზიები!” ყვირის ის ქართულად 350-იანი იზიების ფეხსაცმლის იმიტაციასთან.” ხაზი აქვს გასმული იმასაც, რომ ამ ფეხსაცმელს ტუსია ონლაინში ეძებდა და მისი ფასი 600 დოლარი იყო.

ჟურნალისტი ამ სიყალბეებს ხუმრობას უწოდებს და სწორედ ფეხსაცმლის სექციასთან დამთავრდა ეს ხუმრობები.
”ტუსია თავის ფეხებზე ყალბ იზის ამოწმებს, იღიმის და ამ მომენტში ისინი თითქმის ნამდვილს ჰგავს.” – ვკითხულობთ სტატიის ბოლოს.