ამანდა ჰარლეკი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურიაა. ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ჯონ გალიანომ თავისი ბრენდი ჩამოაყალიბა და განავითარა, მოგვიანებით კი, ამანდა კარლ ლაგერფელდის ხანგრძლივი შემოქმედებითი კონსულტანტი გახდა.
ოთხმოცდაათიან წლებში ჰარლეკი პრადას ჩვენებაზე გამოვიდა. ეს მომენტი წლების შემდეგ ამერიკულ ვოგთან ასე გაიხსენა:
„მახსოვს, როგორ ამაღელვა ამ შემოთავაზებამ. ჯონ გალიანოც ძალიან აღფრთოვანებული იყო, უნდოდა ჩემი საპოდიუმო ‘ლუქის’ შესახებ გაეგო და კულისებთან დაკავშირებული ყოველგვარი დეტალი მოესმინა. ყველაფერი მაღალოქტანური იყო – ფრენები; სასტუმრო დუომოს მოპირდაპირედ მილანში; დილის ზარები; ინგლისელი გოგოების ჯგუფი, რომელთაგან არცერთი არ გამოსულა მოდურ ჩვენებაზე. ჩემი აზრით, კოლექციაში ინგლისური ექსენტრიულობის ელემენტი და ვიტა საკვილ-ვესტის ბიძგი ვლინდებოდა, როცა გამოუცდელი გოგოები პოდიუმზე სიარულს იწყებდნენ და ტრანსფორმირდებოდნენ. შუბლზე თმა შევიჭერი, რაც ძალიან მომეწონა, ჯონი და Galliano-ს სტუდიის წევრები ტერი ტოიესთან მსგავსებას აღნიშნავდნენ.
მორგებები მარტივი იყო, მაგრამ ჩვენებამ ძალიან შემაშინა. ანდრე [ლეონ ტალი] წინა რიგში ანა [ვინტურის] გვერდით იჯდა… ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა… მაგრამ, როცა მეორედ გამოვედი და მას ჩავუარე, მისი ღრმა სამხრეთული, ჩრდილოეთ კაროლინული ხმა მომესმა – „გაიღიმე, ამანდა! გაიღიმე.“ მგონი ნახევრად გაღიმება მოვახერხე.

ამ ყველაფერმა ჩაიარა. ამას ისევ გავაკეთებდი. მიუჩია პრადასთან უფრო მეტ დროს სიამოვნებით გავატარებდი. ჩვენებაზე გამოსვლის სანაცვლოდ პრადას მაღაზიიდან სასურველი ნივთის არჩევის საშუალება მომეცა. უფრო მწარე შოკოლადის, ორმაგი ქაშმირის მოსაცმლის. ის ისევ მაქვს, ვიცვამ და მიყვარს. ეს პრადაა – ცხოვრების ნაწილი.“
Prada გაზაფხული/ზაფხული 1994
Lady Amanda Harlech




