ვერძი
პერიოდი: 20 მარტი – 19 აპრილი ელემენტი: ცეცხლი პლანეტა: მარსი
თავდაჯერებული, ამბიციური, დამოუკიდებელი, რისკიანი, თამამი, იმპულსიური. ყოველთვის ღიად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და არ აინტერესებს გარშემომყოფთა აზრი. ვერ იტანს შეზღუდვებს.
დიზაინერი: მარტინ მარჯიელა

კურო
პერიოდი: 19 აპრილი – 20 მაისი ელემენტი: მიწა პლანეტა: ვენერა
პრაქტიკული, მოქნილი, მატერიალისტი. სილამაზის, ხელოვნების, ფუფუნების, კომფორტისა და რაც მთავარია, ჰედონიზმის მოყვარული. ვნებიანი ბუნება “აძალებს” მათ იბრძოლონ, იმისთვის რაც მათ სურთ რომ მიიღონ.
დიზაინერი: ჟან პოლ გოტიე

ტყუპები
პერიოდი: 21 მაისი – 20 ივნისი ელემენტი: ჰაერი პლანეტა: მერკური
ჰაეროვანი, მხიარული, პატივმოყვარე, თავქარიანი, არაორგანიზებული. ყოველთვის ენდობიან ინსტინქტებსა და ინტუიციას. ხშირად აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისკენ, მაგალითად ფერწერის ან ლიტერატურისკენ.
დიზაინერი: ალბერ ელბაზი

კირჩხიბი
პერიოდი: 21 ივნისი – 22 ივლისი ელემენტი: წყალი პლანეტა: მთვარე
მგრძნობიარე, ემოციური, მელანქოლიური, ხელოვანი, ესთეტი, პარადოქსული, მზრუნველი. ვერ იტანენ კამათს. უყვართ სხვებს თავი დაცულად და ბედნიერად აგრძნობინონ და ხანდახან ამისთვის თავგანწირვაზეც მიდიან.
დიზაინერი: ჯორჯო არმანი

ლომი
პერიოდი: 22 ივლისი – 22 აგვისტო ელემენტი: ცეცხლი პლანეტა: მზე
კრეატიული, პოპულარული, დომინანტი, ამაყი, ეგოისტური. გართობის, ფუფუნების და დიდი წვეულებების მოყვარული. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, როდესაც აფასებენ და მის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
დიზაინერი: კოკო შანელი

ქალწული
პერიოდი: 22 აგვისტო – 22 სექტემბერი ელემენტი: ჰაერი პლანეტა: მერკური
წარმატებული, კრეატიული, ჭკვიანი, სხარტი, გაწონასწორებული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების მქონე. თუ რამეს აკეთებენ, აუცილებლად ყველა დეტალს გათვლიან და ნამუშევარს იდეალამდე მიიყვანენ.
დიზაინერი: კარლ ლაგერფელდი

სასწორი
პერიოდი: 22 სექტემბერი – 22 ოქტომბერი ელემენტი: ჰაერი პლანეტა: ვენერა
დაუძლეველი, ინტელექტუალი, მიზანშეწონილი, აუღელვებელი. სტაბილურობის, ჰარმონიის, სიმეტრიის, სიყვარულის, ფულის, მაღალი ხელოვნებისა და აბსოლუტური მონოგამიის მოყვარული.
დიზაინერი: რალფ ლორენი

მორიელი
პერიოდი: 23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი ელემენტი: წყალი პლანეტა: პლუტონი
თავდაჯერებული, ინტელექტუალი, ინტენსიური, სარკასტული, სხარტი, გამორჩეული. სიმართლისა და სამართლიანობის უპირობო მხარდამჭერი. ამბიციურობა და მიღწევები მათზე აფროდიზიაკივით მოქმედებს.
დიზაინერი: კელვინ კლეინი

მშვილდოსანი
პერიოდი: 23 ნოემბერი – 21 დეკემბერი ელემენტი: ცეცხლი პლანეტა: იუპიტერი
მოუთმენელი, ფეთქებადი, ემოციური, გაუწონასწორებელი, მოსიყვარულე, მაქსიმალისტი. გამოირჩევიან ოპტიმიზმით, თავისუფლების სიყვარულით და ძალიან კარგი იუმორის გრძნობით. არიან საუკეთესო მოსაუბრეები.
დიზაინერი: ჯონ გალიანო

თხის რქა
პერიოდი: 22 დეკემბერი – 19 იანვარი ელემენტი: მიწა პლანეტა: სატურნი
შრომისმოყვარე, პერფექციონისტი, ჯიუტი, პრაგმატული, ამბიციური. ხშირად გადამეტებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ზოგ შემთხევაში სწორედ ეს ეხმარება მიზნის მიღწევაში, რასაც ყოველთვის ახერხებს.
დიზაინერი: სიმონ ჟაკმუსი

მერწყული
პერიოდი: 20 იანვარი – 19 თებერვალი ელემენტი: ჰაერი პლანეტა: ურანი
მხიარული, კრეატიული, მეამბოხე, ავტორიტარული, თავისუფალი, ეროტიული, ექსცენტრიული, მოსიყვარულე. ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას. ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებთ ის, როდესაც სხვებს აბედნიერებენ.
დიზაინერი: კრისტიან დიორი

თევზები
პერიოდი: 20 თებერვალი – 19 მარტი ელემენტი: თევზები პლანეტა: ნეპტუნი
ემპათიური, მოსიყვარულე, მისტიური, ემოციური, დუალური. აქვთ უდიდესი წარმოსახვის უნარი, ძლიერი ინტუიცია და შეწყალების უნარი. როგორც წესი არიან ხელოვანები – პოეტები, ფერმწერები, მუსიკოსები.
დიზაინერი: იუბერ დე ჟივენში
