ყველა ქვეყნის მოდის კვირეულს ჰყავს თავისი წამყვანი დიზაინერები, რომელთა გარეშე რამდენიმე დღიანი მოდური ღონისძიება სრულყოფილი არასდროს არის, თუმცა ბრიტანეთის შემთხვევაში, ერდემ მორალიოგლუ და ჯონათან ანდერსონი სრულყოფაზე უფრო დიდ როლს თამაშობენ. თუ ნიუ-იორკთან გავავლებთ პარალელს, ჯონათანი და ერდემი ლონდონის მარკ ჯეიკობსი და მაიკლ კორსი არიან. ბევრი სტუმარი ღონისძიებას მხოლოდ მათ გამო ელის.
J.W. Anderson შემოდგომა/ზამთარი 2020 -ლონდონი
ნოსტალგია სწორ კონტექსტში სევდასთან სულაც არ ასოცირდება, ალბათ უფრო რომანტიკასთან და ოპტიმიზმთან ან მომავლის იმედთან, სხვა მიზეზებთან ერთად 2020 ახალი დეკადაა. ერდემ მორალიოგლუ და ჯონათან ანდერსონი ლონდონის მოდის კვირეულზე სწორად ამ მესიჯით გამოჩნდნენ თავიანთ ბრენდებში 2020-იანების პირველ ჩვენებაზე – ოპტიმიზმი და რომანტიკული ნოსტალგია.
ფაქტია, ორივეს – ერდემსაც და ჯონათანსაც კარგად გამოსდით უკვე კარგად ნაცნობი სილუეტების, მაგალითად გასული საუკუნის მეორე ნახევრის Haute Couture-ის გამოყენება ისე, რომ თანამედროვე ქალების მოთხოვნებს იდეალურად ერგებოდეს.
ედვარდიანული პერიოდის მხრებიანი მოსაცმელები, ბუმბულებიანი ბრჭყვიალა კაბები და კომფორტული ნაქსოვი პონჩოები – კოლექცია იყო ცოტა ექსპერიმენტული მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესოდ დაკომპლექტებული, ამასთან ძალიან ჯონათან ანდერსონი.
ჯონათან ანდერსონის კოლექცია სრულად
ერდემის ახალი კოლექციის მიღმა მარია ანტუანეტა და მხიარული 1920-იანები დგას – ნაჭრები მდიდრულია – როგორც ანტუანეტას დროს და მხიარული და ბრჭყვიალა, როგორც პოსტ-ომის დროინდელ 20-იანებში.
Erdem შემოდგომა/ზამთარი 2020 – ლონდონი
ფაქტია, ახალი დეკადა ახალი გამოწვევებით იწყება, თუმცა რომანტიკა არც ერდემს გამორჩენია. ესთეტიკური სიამოვნება 2020-იანებშიც ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც 100 წლის წინ. ასევე კოლექციაში ერთმანეთთან თანაბრადაა შერწყმული საქმიანი პიჯაკები და წვეულების კაბები, ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს?! თუნდაც ერთ ლუქში.
ერდემმა კოლექცია ფოტოგრაფ სესილ ბიტონთან დააკავშირა: “ბიტონი არ ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ადრეულ წლებში ის ქმნიდა იმას, რაც სურდა რომ მომავალში ყოფილიყო” ოპტიმიზმის საუკეთესო გამოხატულება. როგორც ამბობენ “Dress like you already have a life you want to have”.
ერდემის კოლექცია სრულად