როდარტეს დიზაინერების დუეტმა, ქეით და ლორა მულივებმა გადაწყვიტეს ამ სეზონზე თავიანთი კოლექცია ლუქბუქის სახით გაევრცელებინათ და ამისთვის დებმა ის ქალები მოიწვიეს, რომლებიც შთააგონებენ. დიზაინერებმა გადაწყვიტეს კონცენტრირება არამარტო კოლექციაზე, არამედ გარემოზეც მოეხდინათ. ლუქბუქის შთაგონება პორტრეტების სერიები გახდა, რომელიც დიზაინერებმა საკუთარ ხედვას შეუსაბამეს და შედეგად სურეალისტური პორტრეტები მივიღეთ, ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიც არიან: მარგარეთ ქუალი, კრისტენ დანსტი, ლილი რაინჰართი. ლუქბუქის რომანტიკული გარემო იდეალურად ერწყმის იმ ჰაეროვან და ჰიპერფემინურ ესთეტიკას, რომლითაც ბრენდი ცნობილია.
როდარტე გაზაფხული/ზაფხული 2020
დიზაინერები: ქეით და ლორა მულივები
ფოტოგრაფი: Darya Kobayashi
კოლექცია სრულად იხილეთ – Vogue.com