დღესდღეობით, ტანისამოსი მხოლოდ გემოვნებისა და სტილის შეგრძნების გამომხატველი ელემენტი არ არის. თანამედროვე მომხმარებლისათვის, ის იდენტობის, ღირებულებების, ცხოვრების სტილის და სამყაროს აღქმის ერთგვარი განაცხადია. სწორედ ამიტომ, ტანისამოსის მასობრივი წარმოების პარალელურად, განსაკუთრებით გაიზარდა კონცეპტუალური ბრენდების პოპულარობა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივი წარმოების რამდენიმე ბრენდმა ნამდვილად შეძლო, ზუსტად ამოეცნო თავისი მომხმარებელი და მისთვის ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქტი შეეთავაზებინა. მათ შორის კი, უდავოდ არის MERAKI – ბრენდი, რომელიც 2018 წლიდან  მუდმივად ვითარდება.  

როდესაც ვსაუბრობთ ბრენდის წარმატებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოხმარებელი, როგორც პრიორიტეტი. დღეს გვინდა მოგიყვეთ ყველა იმ აქციისა და კამპანიის შესახებ, რომელსაც “მერაკი” ყოველი მორიგი კოლექციის წარდგენისას გვთავაზობს – ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი კი, ე.წ. ქეშბექის აქციაა. 

“როდესაც MERAKI-ს წარმატებაზე ვსაუბრობ, ბევრი რაღაც მახსენდება – სტატიები და ვიდეოები, რომლებიც ბრენდზე იქმნებოდა; გამოხმაურება სოციალურ მედიაში; პირველი დაინტერესება უცხოელი მყიდველებისგან და ასე შემდეგ. თუმცა მომენტი, როდესაც გავაცნობიერე  მომხმარებლის რამხელა სანდოობითა და სიყვარულით სარგებლობდა  ბრენდი, სწორედ პირველი ქეშბექ აქცია იყო. ეს კამპანია ერთი წლის წინ წამოვიწყეთ. აქცია გულისხმობდა ნებისმიერ შენაძენზე გადახდილი თანხის 50%-ის დაბუნებას. გუნდის წევრები  მაღაზიის გახსნამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მივედით და უკვე უამრავი მომხმარებელი გველოდებოდა. მთელი დღის განმავლობაში, მაღაზიასთან უდიდესი რიგი იდგა.”

 – ანუკა გვენცაძე, მერაკის დამფუძნებელი.

ანუკა გვენცაძე / MERAKI

როგორც ანუკა აღნიშნავს, მომხმარებლის ასეთი უკურეაქცია და ჩართულობა მისთვისაც მოულოდნელი იყო. უნდა ითქვას, რომ მსგავსი გამოხმაურება ცხადყოფს იმას, რომ ბრენდს მომხმარებელთან კომუნიკაციის სწორი ფირმა აქვს არჩეული. ეს არა მხოლოდ მოტივაცია, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რადგან სწორედ ასე იწერება ნებისმიერი წარმატებული ბრენდის ისტორია.


“მაშინ, როდესაც პირველ ჩანთებს სახლში ვკერავდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მაღაზიასთან ადამიანები რიგში საათობით იდგებოდნენ. თუმცა, მაშინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მაღაზია მექნებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ის, რაც MERAKI-ის რეპუტაციას ამყარებს და ამხელა სანდოობას აჩენს, ჩვენი დამოკიდებულებაა მომხმარებლის მიმართ.”

– ანუკა გვენცაძე, მერაკის დამფუძნებელი.

შექმნის დღიდან, MERAKI-ს ინდივიდუალური მიდგომისა და კომუნიკაციის  სტრატეგია ჰქონდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ის მომხმარებლის მეგობარ ბრენდად იქცა. ეს აჩენს განცდას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვათვალიერებთ “მერაკის” კოლექციებს, ვხვდებით, რომ მათ უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ ვისთვის ქმნიან პროდუქციას. როგორც “მერაკის” შემოქმედებითი გუნდი აღნიშნავს, სწორედ მომხმარებელია ახალი იდეების ინსპირაციის წყაროც. ეს ბრენდმა ბუნებრივად მოახერხა, ყოველგვარი მარკეტინგული გათვლის გარეშე. ამის მიზეზი კი, საქმისადმი სიყვარულია. 

ეს მიდგომა ბრენდის მუშაობის ყოველდღიურობაში ნიშანდობლივი ფორმით ვლინდება. როგორც ანუკა გვენცაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ხშირად თავად გეგმავს ფოტოსესიებს და ფოტოგრაფის როლსაც ირგებს.

“მოდელების შერჩევის პროცესში ვიყავით, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენს პროდუქციას ჩვენს მომხმარებლებზე კარგად ვერავინ წარადგენდა. ზუსტად ისინი არიან ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად იცნობს ჩვენს პროდუქციას. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩვენი მომხმარებლებიც ისეთივე ემოციით შეხვდნენ ამ ახალ ინიციატივას, როგორც თავად ჩვენ. უამრავი მსურველი გამოგვიჩნდა და ამის შემდეგ, MERAKI-ის გადაღება მათ გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.”

– ანუკა გვენცაძე 

MERAKI სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. ის ქართულ ბრენდებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, ჰუმანიტარული ტვირთის სახით, ბრენდის წარმოებული ტანსაცმელი გაგზავნა.

“აუცილებელია, რომ ასეთ დროს ბრენდმა თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს და ყველამ თავისი მინიმალური წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება, ბრენდი არ არის მხოლოდ ტანსაცმელი – ეს არის იდეა და აუცილებელია, რომ მომხმარებელმა ესეთ დროს იცოდეს სად დგას ის კომპანია, რომლის მომხმარებელიცაა.” 

– ანუკა გვენცაძე 

MERAKI -ის სამომავლო გეგმები  გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაა. როგორც გუნდი აღნიშნავს, საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან  გამოვლენილი ინტერესი ქმნის საფუძველს, რომ ბრენდი წარმატებით შეძლებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა დაიმკვიდროს ადგილი.

Tags :