მოდის ინდუსტრიაში ვარსკვლავების ჩართულობა ყოველდღიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. იქნება ეს ტანისამოსი, აქსესუარები თუ პარფიუმერია, სწორად შერჩეული ვარსკვლავი სარეკლამო კამპანიის წარმატების წინაპირობაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის პროფესიონალი მოდელია. ჰოიონის და Louis Vuitton-ის თანამშრომლობა 2017 წლის გაზაფხული/ზაფხული სეზონზე დაიწყო. სწორედ ლუი ვიტონის ჩვენებაზე შედგა ჰოიონის დებიუტი. წითური თმით და თავდაჯერებული სიარულის მანერით, სამხრეთ კორეელმა მომენტალურად დაიმსახურა ფრანგული ბრენდის მოწონება.
Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2017 – ჰოიონის პირველი შოუ
Louis Vuitton შემოდგომა 2017 – პირველი გადაღება კატალოგისთვის
2017 – 2018 წლებში ჰოიონი სამჯერ გამოვიდა Louis Vuitton-ის პოდიუმზე
კორეელი სამოდელო ბიზნესში არსებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მოდელი „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს, სოფი ტერნერს , რომელიც 2019 წელა ლუი ვიტონის სახედ დასახელდა, კონკურენციას ვერ გაუწევდა. 2020 წელს ჰოიონი კორეაში დაბრუნდა. ტოპ მოდელმა სამშობლოში სამსახიობო და ინგლისურის კურსები გაიარა. 2021 წელს კი, თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლზე დამტკიცდა.
ჰოიონის სამსახიობო დებიუტი Netflix-ის სამხრეთ კორეულ სერიალში – Squid Game
სამხრეთ კორეული სერიალი სახელწოდებით – Squid Game, რომელშიც ჰოიონი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, Netflix-ის ყველაზე ყურებადი პროექტი გახდა.
პრემიერიდან რამდენიმე კვირაში, სერიალი გლობალურ ფენომენად იქცა. Squid Game-ის პოპულარობა აისახა სამსახიობო შემადგენლობის ცნობადობაზეც. მოკლე დროში, საზოგადოებისთვის უცნობი მოდელი საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა.
2021 წლის ოქტომბერში, ჰოიონი ლუი ვიტონის გლობალურ ელჩად დასახელდა. „პატივია, რომ ჩემს სამსახიობო კარიერას ლუი ვიტონთან ვიწყებ, იმ ბრენდთან, რომლისთვისაც მოდელად ვმუშაობდი. მოუთმენლად ველი ყველა სიახლეს, როგორც ლუი ვიტონის საერთაშორისო სახე,“ – თქვა ჰოიონმა სიახლის გავრცელების შემდეგ.
ჰოიონის პირველი კამპანია Louis Vuitton–ის საერთაშორისო ამბასადორის ამპლუაში
Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2022 – ჰოიონი ხსნის ჩვენებას
ამჟამად სამხრეთ კორეელი მსახიობი და მოდელი ფრანგული ბრენდის წამყვანი სახეა. ჰოიონს ვხედავთ, როგორც პოდიუმზე, აგრეთვე სარეკლამო კამპანიებსა და კატალოგებში.
Louis Vuitton გაზაფხული 2022 – აქსესუარების სარეკლამო კამპანია
ვარსკვლავს და ბრენდს შორის კონტრაქტი მოიცავს კოლექციების წითელ ხალიჩაზე წარდგენასაც, რაც ჰოიონისთვის თანამშრომლობას კიდევ უფრო შემოსავლიანს ხდის.
2022 წელი – Critics Choice Awards მარტში / SAG Awards თებერვალში
დამატებითი დეტალები, კონტრაქტის ღირებულებასთან და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, უცნობია.