რიკ ოუენსისა და Converse-ის მორიგი თანამშრომლობის შედეგად, TURBORK Chuck 70 და TURBOWPN მოდელების ახალი ვერსიები შეიქმნა. გარდა კედებისა, ისინი მომხმარებლებს ზურგჩანთებსაც სთავაზობენ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით, ორ ზომაში იქნება ხელმისაწვდომი.
TURBORK Chuck 70-ის დიზაინს შენარჩუნებული აქვს კოლაბორაციისთვის დამახასიათებელი დაგრძელებული ენა და ოთხკუთხა ძირი. განახლებულ ვარიანტს კი ზებრას პრინტი გამოარჩევს. იმავე პრინტი არის წარმოდგენილი ზურგჩანთებზეც. რაც შეეხება TURBOWPN-ს, ის ახალ ფერებში არის შემოთავაზებული.


Converse x DRKSHDW-ს ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობას იღებს მუსიკოსი Big Freedia. “10 წელზე მეტი ხნის წინ იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რადგან პარიზის მე-7 უბანში მდებარე ჩემი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე ‘sleezy’ საცეკვაო კლუბი არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე თავად დამეარსებინა. იქ გამოსვლა Big Freedia-ს შევთავაზე, რადგან ახალი ორლეანიდან წამოსული ენერგია და განწყობა მაღელვებდა…” – განაცხადა ოუენსმა. “ახლა კი, 10 წლის შემდეგ, მას Converse-თან ჩემი კოლაბორაციის წარდგენა ვთხოვე, რათა აღმენიშნა მისი მტკიცედ შენარჩუნებული ძალა და მძვინვარება ამ ძალიან ხშირად შეზღუდულ და განმსჯელ მსოფლიოში.”

კოლექცია გაყიდვაში 10 იანვრიდან გამოვა. სასურველი ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება Rick Owens-ის და Converse-ის ვებ-გვერდებსა და მაღაზიებში.
ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის რიკ ოუენსის მიერ შედგენილ ფლეილისტს.