“What is Love?” რიკარდო ტიშის პირველი საშობაო კამპანიის სახელია ბარბერისთვის. ქრისტოფერ ბეილის სენტიმენტალური და სინემატიკური შემოთავაზებებისგან განსხვავებით, ტიშის მიდგომა უფრო ქაოსური და ექსცენტრიულია.

მერთის და მარკუსის ობიექტივში მრავალფეროვანი ქასთი მოექცა, რომლის შერჩევაზეც რიკარდომ თავად იზრუნა.

უჩვეულო და თანაც ჰარმონიული ერთობა განსაკუთრებით ვიდეო რგოლში იკვეთება, როდესაც კამპანიის მონაწილეები Deee-Lite-ს საუნდტრეკის ფონზე “What is Love?” ცეკვავენ.

“ერთიანობის, სიახლოვის იდეას ვეხები და სიყვარულის დღევანდელ აღქმას ვიწვევ. ეს ჩემთვის სეზონის ნამდვილი სულისკვეთებაა,“ – განაცხადა ტიშიმ. „ეს პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს – ამ დროს შემიძლია გავჩერდე, გამოვხატო და ისევ დავუკავშირდე მათ, ვინც თავი ბედნიერად მაგრძნობინა და სადაც არ უნდა ვიყო მაინც სახლს დავუბრუნდე.“

კამპანიაში მონაწილეობას იღებენ: Carla Bruni, Fran Summers, Zhou Dongyu, Yoo Ah-in, Shay, Ikram Abdi Omar, Lea T, Boychild, Wu Tsang, Cecilia Chancellor, Sasha Pivovarova, Marina Morena, Mahmood და Ruben Loftus-Cheek.

„მომწონდა აზრი, რომ გამეერთიანებინა ადამიანები, რომლებიც ასე მიჭერდნენ მხარს მას შემდეგ, რაც ბარბერის გუნდს შევუერთდი და ერთად გვეზეიმა ჩემი პირველი საშობაო კამპანია ამ მოდის სახლისთვის,“ – რიკარდო ტიში