გაზვიადება, თეატრალურობა, ექსტავაგრანტურობა, იუმორი, ირონია სწორედ ასე ხასიათდება კემპი, რომელიც წლევანდელი მეტ გალას თემას წარმოადგენდა. ამ სიტყვებზე რიკარდო ტიშის ბარბერი ნაკლებად გაგახსენდებათ, მაგრამ არა მაშინ, როცა ის ეზრა მილერს აცვია.
წითელ ხალიჩაზე ბარბერი ასევე მოირგო რუსმა ტოპ მოდელმა, ირინა შეიკმა. ირინას სპეციალურად მისთვის შექმნილი ლურჯი ველვეტის საღამოს კაბა ეცვა, რომელსაც დაბლა დაშვებული დიდი ზომის მხრები ამშვენებდა.
წლევანდელი მეთ გალა პირველი იყო ბრიტანელი მოდელის, ფრან სამერსისთვის. სამერსი ბარბერის შავი ფერის საღამოს კაბით გამოჩნდა, რომელსაც მეტალის დეტალების მქონე ფეხსაცმელი შეუხამა.
იტალიელი ტოპ მოდელი, მარიაკარლა ბოსკონო წითელ ხალიჩაზე ბარბერის ოქროსფერი კაბით წარსდგა. მარიაკარლას ტიშისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და დიზაინერი მას თავის მუზადაც მოიხსენიებს.
წლევანდელი მეტ გალა პირველი აღმოჩნდა ბრიტანელი მსახიობისთვის, ნაომი სკოტისთვისაც. ტიშიმ ეს ლუქი სპეციალურად მსახიობისთვის შექმნა.
წითელ ხალიჩაზე ბარბერის ტიულეს ბუმბულებიანი კაბით გამოჩნდა ტოპმოდელი ანოკ იაი. მოდელისთვის ეს პირველი მეტ გალაა.
ბარბერის სმოკინგით გამოჩნდნენ მსახიობები – ალექსანდრ სკასგარდი, სტეფან ჯეიმსი და პედრო პასკალი