Amazon Prime -ზე მომღერლის თეთრეულის ბრენდის რიგით მესამე შოუ დაანონსდა. ოფიციალური ტრეილერი 13 სექტემბერს გავრცელდა.

ცნობილია იმ მუსიკოსების და ტოპ მოდელების ვინაობა, რომლებიც ბარბადოსელი ვარსკვლავის შოუს საინტერესოს და მიმზიდველს გახდიან. პერფორმერებს შორის არიან: Nas, Daddy Yankee, Bia, Jazmin Sullivan, Ricky Martin, Normani, Jade Novah. რაც შეეხება სუპერმოდელების ქასტს, წელს, პირველად, რიანას თეთრეულის ბრენდის გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს Victoria’s Secret-ის ყველაზე სახელგანთქმული ანგელოზი, ადრიანა ლიმა. ადრიანას შეუერთდებიან: Irina Shayk, Emily Ratajkowski, Gigi Hadid, Adriana Lima, Alek Wek, Behati Prinsloo, Precious Lee.

Savage x Fenty

Amazon Prime რიანას თეთრეულის ბრენდის 2021 წლის შოუს, 240 ქვეყანაში, 24 სექტემბერს გაავრცელებს.