ორი დღის წინ ჰარპერ ბაზარის ჩინურმა გამოცემამ ბარბადოსელი მომღერლის გამოსახულებით ახალი ნომერი გაავრცელა, სადაც რიანა ჩინური ეროვნული კაბის მოდერნიზებლი ვერსიით პოზირებს, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.

“ერთი წუთით, როდესაც კენდალ ჯენერი “აფროთი” იყო გამოსახული ყდაზე, ყველა კულტურულ მისაკუთრებას გაჰყვიროდა, მაგრამ, როდესაც რიანა ასე გამოიყურება არავინ არაფერს ამბობს. ეს ხელოვნებაა, ეს გლამურულია, ****** ორმაგ სტანდარტებს” – დაწერა ერთ-ერთმა ადამიანმა თვითერზე.

რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სელებრითი კულტურულ მისაკუთრებაში დაადანაშაულეს. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კარლი კლოსიც, რომლის გეიშათი შთაგონებულ ვოგის გადაღებას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და მოდელმა საჯაროდ ბოდიშიც კი მოიხადა. ცოტა ხნის წინ კრიტიკა გამოიწვია კიმ კარდაშანის ხაზმაც, რომელსაც სელებრითმა კიმონო უწოდა.

კარლი კლოსი ამერიკული ვოგის მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი ნომრისთვის

რიანას გარეკანს დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. ხალხი წერდა, რომ რიანას ჩინური კულტურა პირადი მიზნებისთვის არ გამოუყენებია და მის შემოსვაში ჩინელები იღებდნენ მონაწილეობას, გარდა ამისა, მომღერალი ჩინურ ჟურნალში დაიბეჭდა და ამიტომ ადამიანები ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.