2017 წელს მოდის ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH – მა რიანას კოსმეტიკის ბრენდში 10 მილიონი დოლარი ჩადო. ასე შეიქმნა Fenty Beauty, რომლის ღირებულება ახლა 3 მილიარდი დოლარია. კოსმეტიკის ბრენდის შემდეგ, რიანამ საცვლების კომპანიაც დააანონსა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შოუ მოაწყო, სადაც თეთრეული ყველა ზომის, ფორმის, რასის ქალზე იყო წარმოდგენილი. 2019 წლის მაისში LVMH – მა რიანას ტანსაცმლის ბრენდიც გამოუშვა. ბარბადოსელი გახდა პირველი ქალი, რომელმაც LVMH – ში ბრენდი შექმნა, პირველი ფერადკანიანი ქალი, ვინც LVMH – ში ბრენდს ხელმძღვანელობს და Fenty-პირველი ახალი ბრენდი გასულ 30 წელში, რომელიც LVMH – ის პატრონაჟით შეიქმნა. კოსმეტიკის, საცვლების და ტანსაცმლის შემდეგ, Fenty კიდევ უფრო იზრდება და ბიზნესს კანის მოვლის ხაზს მატებს.
Fenty Skin გაყიდვაში 31 ივლისს 3 პროდუქტით გამოვა. რიანას კანის მოვლის ბრენდის პირველი სეტი მოიცავს: კრემოვან დასაბან გამწმენდს (25$), ტონერ-შრატს (28$) და მზისგან დამცავ დამატენიანებელს (35$). პროდუქტები განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

რიანასთან ერთად, სარეკლამო კამპანიებში, A$AP Rocky მონაწილეობს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, Fenty Skin ორივე სქესისთვის თანაბრად შეიქმნა.

Fenty Skin – ის პროდუქტების ყიდვა 31 ივლისიდან fentybeauty.com – ზე იქნება შესაძლებელი, ხოლო დეკემბრიდან კანის მოვლის მოყვარულები რიანას ახალ ბრენდს სეფორაშიც შეიძენენ.