ბარბადოსის ოფიციალურმა ხელისუფლებამ Rihanna-ს უმაღლესი ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. რიანამ ეს ჯილდო ბარბადოსის რესპუბლიკად ცნობისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს მიიღო. აღნიშნული ცერემონიიის მსვლელობა ასევე მოიცავდა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასაც.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო სულ თერთმეტ ბარბადოსელს აქვს მიღებული, აქედან კი რიანა მეორე ქალია. შეგახსენებთ, რომ ეს ერთადერთი ოფიციალური წოდება არ არის, რაც ცნობილმა პოპ მომღერალმა და ანტერპრენერმა წლების განმავლობაში დაიმსახურა – რიანა ასევე ფლობს კულტურის საკითხებში ბარბადოსის ელჩის სპეციალურ სტატუსს.