ლონდონში 2024 წლის მოდის დაჯილდოება გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით იმართება. ბრიტანული და საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის წევრებმა გასული თორმეტი თვის ლიდერები დაასახელეს, მათ შორის აღნიშვნას იმსახურებს ალექს კონსანი, რომელიც გახდა პირველი ტრანსგენდერი ტოპ მოდელი, რომელმაც “წლის მოდელის” კატეგორიაში გაიმარჯვა, აგრეთვე LOEWE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ჯონათან ანდერსონი, რომელიც “წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში გახდა გამარჯვებული.

დაჯილდოებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის ვიხილეთ ვარსკვლავური წყვილი – რიანა და ეისაპ როკი. რიანა რომ თანამედროვე მოდის ვარსკვლავია და მისი სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ მოდის ინდუსტრიაზე, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ბარბადოსელმა მუსიკოსმა ამჯერადაც მიიქცია ყურადღება. რიანას 2024 წლის მოდის დაჯილდოების ხალიჩაზე კრისტიან ლაკრუას 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურ კოლექცია ეცვა.

კრი