რიანას ორსულობის შესახებ მსოფლიომ იანვარში შეიტყო და მას შემდეგ ყველა სწორედ ამ თემაზე საუბრობდა. მისი საორსულე სტილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. მოშიშვლებული მუცლით რიანა ჩვენებებზე, პრეზენტაციებზე და ღონისძიებებზე ვიხილეთ.
7 თვის წინ კი, რიანას წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მომღერალმა შვილი, ბიჭი გააჩინა. ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი მშობელი არ აქვეყნებდა პატარას სურათებს/ვიდეოებს სოციალურ ქსელებში, თუმცა გუშინწინ, რიანამ ტიკტოკზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა ქეფშენით “hacked”, რომელშიც მისი და ეისეფ როქის 7 თვის ვაჟია. ბავშვის სახელი ჯერ-ჯერობით გასაჯაროვებული არ არის.

პაპარაცების მიერ გავრცელდა ახალი ფოტოები გადაღებებიდანაც. უცნობია რომელი ჟურნალისთვის იმყოფებოდა რიანა შვილთან და პარტნიორთან ერთად გადაღებებზე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბარბადოსელს მოდის რომელიმე სახელგანთქმული გამოცემის გარეკანზე ვიხილავთ.

