თუ ფიქრობდით, რომ საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნას აუცილებლად ალბომის გამოშვება მოჰყვებოდა, იმედები უნდა გაგიცრუოთ. ბარბადოსელმა მომღერალმა და დიზაინერმა, რიანამ გადაწყვიტა 504 გვერდიანი ვიზუალური ავტობიოგრაფიული წიგნი გამოეშვა, რომელიც პოპ ვარსკლავის 1050 ფოტოს მოიცავს. წიგნი რიანას ცხოვრებას ასახავს – ბარბადოსში გატარებული პერიოდიდან – მეგავარსკვლავობამდე როგორც მუსიკაში, ისე მოდასა და სილამაზის სფეროში. წიგნში ასახულია კონცერტის ფოტოები, ეკრანს მიღმა კადრები და მომღერლის აქამდე უცნობი სურათები. რიანას ავტობიოგრაფიული წიგნი სამი ლიმიტირებული გამოცემით 24 ოქტომბერს ჩაეშვება გაყიდვაში და მისი ფასები, გამოცემის შესაბამისად, 150$-დან 5,500$-მდე მერყეობს. წიგნის ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას, ზომის და შეფუთვის გარდა, რიანას ავტოგრაფიც გამოარჩევს.

რიანამ წიგნის გამოშვება ნიუ-იორკში, “Guggenheim Museum”- ში აღნიშნა, სადაც საზოგადოების წინაშე სან ლორანის ლეოპარდის კაბით წარსდგა, რომელიც ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე მოდელმა, ადუთ აკეჩმა მოირგო.

Picture: Evan Agostini/Invision/AP

სან ლორანი S/S 2020: