ლოს-ანჯელესი უფრო და უფრო პოპულარული ადგილი ხდება ჩვენებების ჩასატარებლად. სან ლორანის მამაკაცის კოლექციის შემდეგ, ლოს-ანჯელესში რესორთ 2020 კოლექცია მოსკინომ წარადგინა. ჩვენება უნივერსალ სტუდიოში გაიმართა. ლოკაცია განსაკუთრებით “სასოწარკვეთილი დიასახლისების” მაყურებლებისთვის იქნება ნაცნობი.
თუ თვლით, რომ საშინელებათა ჟანრის პერსონაჟებით შთაგონებული კოლექციები წინა სეზონით დასრულდა, ცდებით, რადგან მოსკინოს რესორთ 2020 სწორედ ამ ჟანრით იყო ინსპირირებული.
ჩვენება ყველასთვის ნაცნობი სცენით გაიხსნა: სუკი ვოთერჰაუსი ეზოში ყვირილით გამოვარდა. მოდელი დრიუ ბერიმორის პერსონაჟს განასახიერებდა ფილმიდან “კივილი”. კოლექცია დატვირთული იყო ჰოლივუდის საშინელებათა ფილმების რეფერენსებით. ჯერემი სკოტი ყოველთვის იყო დიზაინერი, რომელიც მოდის მხიარულ მხარეს წარმოადგენს, მას უყვარს გაზვიადება, რაც მის სტილს კემპთან აახლოვებს. კოლექცია კემპ სტილის არაჩვეულებრივი მაგალითია.



ჩვენების სრული ჩანაწერი:
რესორთ კოლექცია წარადგინა ბალმანმაც. ოლივერ რუსტანმა ბალმანის რესორთი ლუქბუქის სახით გაავრცელდა. კოლექციაში რუსტანის დიზაინისთვის დამახასიათებელი სილუტების გარდა დიდი დიზაინერებისა და ბრენდების გავლენაც შეიმჩნევა, მათ შორის: ედი სლიმანის, შანელის, ვერსაჩეს.

კოლექცია სრულად იხილეთ ვოგის საიტზე.